მსოფლიო კინომუსიკის შედევრები თბილისის საკონცერტო დარბაზის სცენაზე ბრუნდება

 

9 იანვარს ხელოვანთა კავშირი “კონცეპტ-არტი“  და ევგენი მიქელაძის სახელობის ეროვნული მუსიკალური ცენტრი  თბილისის საკონცერტო დარბაზში  გიწვევთ.  

 

მუსიკალური წარმოდგენის „მეხსიერების ბარათი“ - მსოფლიო კინომუსიკის შედევრები განახლებული ვერსიის სპეციალური სტუმრები 2018 წელს ცნობილი ქართველი მუსიკოსი ნინო ქათამაძე და მსოფლიოში აღიარებული აკორდეონისტი მარიო სტეფანო პიეტროდარკი იქნებიან.

კინომუსიკის შედევრების  პარალელურად, მაყურებელი  ეკრანზე იხილავს ფრაგმენტებს მრავალი ჯილდოს მფლობელი ფილმებიდან. ასევე, ლეგენდარულ ჩარლზ ჩაპლინს, მარჩელო მასტროიანს, სოფი ლორენს, ანუკ ემეს და სხვა. მაყურებელთა ყურადღებას მიიპყრობს ამონარიდები ცნობილი ქართული ფილმებიდან და დიდი ქართველი არტისტების პორტრეტები.  საღამოს მსვლელობისას ნიკოლოზ რაჭველი მოგვითხრობს მსოფლიოში სახელგანთქმული კინო მოღვაწეებისა და დიდი ავტორების შესახებ.  ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, სცენაზე წარსდგებიან მეცოსოპრანო ნატალია ქუთათელაძე და მესაყვირე გიორგი შამანაური.

 

კინო, როგორც დიდი რეჟისორები  მიიჩნევდნენ თავისი ბუნებით ყველაზე მეტად მუსიკას ჰგავს, რადგან მისი წარმატების საწინდარი განწყობის შექმნა და ემოციის პროგრესირებაა. მაყურებელთა დასწრების რაოდენობით „მსოფლიო კინომუსიკის შედევრები“ ბოლო წლების ლიდერად რჩება.

 

ნიკოლოზ რაჭველი - მუსიკალური ხელმძღვანელი და ორიგინალური  საორკესტრო ვერსიების ავტორი

თეო ჯორბენაძე - სცენარის ავტორი და პროდუსერი

ვანო ჭელიძე - დამდგმელი მხატვარი

ლევან კუხაშვილი - ვიდეოინსტალაციები  

ნინო ნახუცრიშვილი - პროექტის მენეჯერი

 

პროექტი ხორციელდება თბილისის მერიის მხარდაჭერით.

ეროვნული მუსიკალური ცენტრის მხარდამჭერები: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და კომპანია ბადაგონი.

პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერები: რუსთავი 2,  ტელეკომპანია იმედი, რადიო ჰოლდინგი ფორტუნა, EVENTS ამბები.ge, საინფორმაციო პორტალი 118 08.

 

 

იყიდე ბილეთი
მსგავსი ღონისძიებები
14 ოქტომბერს მერაბ სეფაშვილის საიუბილეო კონცერტი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება
კონცერტი
ნაცნობი და საყვარელი ჰიტების გენიალური შესრულება.
კონცერტი
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში გერმანელი ორგანისტი დანიელ ბეილშმიტი ორგანზე არაერთ ცნობილ კომპოზიციას შეასრულებს.
კონცერტი
მ ო ნ ა წ ი ლ ე ო ბ ე ნ: ნიკა და დავით კვარაცხელიები, ქრისტოფერ ბრანდტი, თომას მიულერ-პერინგი, „საქართველოს სინფონიეტა“ , დირიჟორი ლევან ჯაგაევი.
კონცერტი
კვირის ღონისძიებები