28 სექტემბერს კულტურის ცენტრ "მუზაში" ებრაელი მუსიკოსი იუვალ რონი გამართავს კონცერტს თავის ამერიკულ ჯგუფთან ერთად. ბენდი ასრულებს ებრაულ, არაბულ, სასულიერო და სეკულარულ მუსიკას. კონცერტში მონაწილეობას იღებს ქართული ანსამბლი "დიდგორი", რომელიც უკვე 10 წელზე მეტია მოღვაწეობს. კონცერტზე წარმოდგენილი იქნება როგორც ქართული ხალხური სიმღერები ასევე ნაწარმოებები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.
იუვალის მიზანია თავისი ცეკვით და სიმღერებით გააერთიანოს აღმოსავლეთის ხალხები და იგი ხშირად ქადაგებს მშვიდობას, თავისი სულიერი მუსიკის საშუალებით. ებრაელი კომპოზიტორის ნაწარმოებები გამოყენებულია ოსკაროსან დოკუმენტურ ფილმში, "დასავლეთ ნაპირის ამბავი".