მუზეუმის ფესტივალი: ღამე მუზეუმში

#მოდიღამემუზეუმში 

 

საქართველოს ეროვნული მუზეუმი უერთდება კამპანიას ,,ღამე მუზეუმში". 

ღონისძიების ფარგლებში, ეროვნული მუზეუმის გაერთიანებაში შემავალ ყველა მუზეუმში, 21:00 საათიდან 01:00 საათამდე ღია იქნება საგამოფენო სივრცეები, მოეწყობა საგანმანათლებლო პროგრამები, ლექციები, შემეცნებითი თამაშები, კოსტიუმირებული და მუსიკალური წარმოდგენები, ექსკურსიები და სხვა მრავალი აქტივობა ყველა ასაკის ვიზიტორისთვის. 

 

19 მაისს, 21:00-დან 01:00 საათამდე მუზეუმებში შესვლა და პროგრამებში მონაწილეობა თავისუფალია. 

პროგრამა: 

ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი მისამართი: შ. რუსთაველის გამზირი 3 

21:00 - 00:00 - დროებითი და მუდმივი ექსპოზიციების დათვალიერება 21:00 - 23:00 - შემეცნებითი თამაშები და აქტივობები მუზეუმის ფოიეში21:00 - 23:30 - მუსიკალური ნომრები:- ფოიე - 21:00-21:30 - ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის - „ნიჭიერთა ათწლედის" უმცროსკლასელთა გუნდი. - მუზეუმის გარეთ, რუსთაველის მხრიდან - 21:30-21:50 - ფოლკლორული ანსამბლი ,,ერქვანი" კახაბერ შაქიშვილის ხელმძღვანელობით.- ფოიე - 21:50-22:30 - მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მევიოლონეთა ანსამბლი „სი-მი" ელენე ცარციძის ხელმძღვანელობით.- ეზო - 22:30-22:50 - ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის - „ნიჭიერთა ათწლედის" გიტარისტთა ანსამბლი.- ეზო - 22:50-23:30 - ქართული ცეკვის ანსამბლი „ეგრისი" გიორგი ფალიაშვილის ხელმძღვანელობით.

22:00 - 23:00 - კოსტიუმირებული პერფორმანსი - აღმოსავლური გამოფენის, ანტიკური ხანისა და ქართული კოსტიუმის ექსპოზიციების მიხედვით. 

 

დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეამისამართი: შოთა რუსთაველის გამზირი 11

21:00 - 01:00 - დროებითი და მუდმივი ექსპოზიციების დათვალიერება22:00 და 24:00 საათებზე - ექსკურსია გიდის თანხლებით21:30 - 23:00 - მუსიკალური ნომრები21:00 - საჯარო ლექცია ზურაბ (პიკო) ნიჟარაძის გამოფენის ფარგლებში (მომხსენებელი ნინო ხუნდაძე)22:00 - 23:00 - შემეცნებითი თამაშები და აქტივობები.

 

ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი – ქარვასლამისამართი: სიონის ქ. 821:00 - 01:00 - შენობის ისტორიული ნაწილებისა და მუდმივი გამოფენის დათვალიერება; „ქოლგა თბილისი ფოტოს“ ფარგლებში ფრანგი ფოტოგრაფის, ანრი კარტიე-ბრესონის, ამერიკელი და გერმანელი ფოტოგრაფების - თომას დამენის, მაინრად შადეს, ვანესა უინშოპის, გეორგ გეორგიუს და ეან გრარუპის ნამუშევრების გამოფენა. 20:00 - ქეთი კაპანაძის გამოფენის გახსნა - ,,8 წუთი“22:00 - 24:00 - საუბარი დამთვალიერებლებსა და ხელოვნებათმცოდნეებს შორის თემაზე: ,,რა არის ჩემთვის თანამედროვე მუზეუმი“.

 

ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმიმისამართი: ლ. ქიაჩელის ქ. 12

 

21:00 - 00:00 - მუზეუმის დათვალიერება21:00 - 23:00 - კამერული მუსიკის კონცერტი - ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის „ნიჭიერთა ათწლედი" მევიოლინეთა ანსამბლი და ტრიო - შესრულდება კლასიკური, რომანტიზმისა და თანამედროვე პერიოდის ნაწარმოებები.

 

სიღნაღის მუზეუმიმისამართი: სიღნაღი, შ. რუსთაველის ჩიხი 821:00 - 01:00 - მუზეუმის დათვალიერება21:00 - ფოლკლორული ანსამბლის კონცერტი21:15 - შემეცნებითი ვიქტორინა (ბოდბის წმ. ნინოს მონასტრის ირგვლივ)22:00 - პოეზიის საღამო.

 

სვანეთის მუზეუმიმისამართი: მესტია, ა.იოსელიანის ქ.N721:00 - 01:00 - მუზეუმის დათვალიერება21:00 - გამოფენის გახსნა: „MAGNUM PHOTO 70 - ქართული დღიური“ (რობერტ კაპა 1947, თომას დვორჟაკი 2017) 21:30 - დოკუმენტური ფილმის ჩვენება- ფოლკლორული მუსიკა.

 

ივ. ჯავახიშვილის სახ. სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმიმისამართი: ახალციხე, რაბათის ციხე, პ. ხარისჭირაშვილის ქ. N121:00 - 01:00 - სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმის დათვალიერება 20:00 - ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა, პედაგოგთა და მოწვეულ სტუმართა შეკრება. მოსწავლეები წარმოადგენენ:- ციტატებს „ვეფხისტყაოსნიდან“; - ცნობებს საქართველოს პირველი რესპუბლიკის გამოცხადების შესახებ; - წაიკითხავენ ლექსებს; - შეასრულებენ სიმღერებს .

 

21:00 - სამხატვრო სკოლის მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა.

 

დეტალური პროგრამა იხილეთ ბმულზე .

მსგავსი ღონისძიებები
პროექტის სახელწოდება დაკავშირებულია ილია ჭავჭავაძის მიერ 1874 წელს თბილისში სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის დაარსებისა და ხელმძღვანელობის პერიოდში განხორციელებულ პროცესებთან.
გამოფენა
ექსპოზიცია ორ სივრცედ არის დაყოფილი. პირველი სივრცე ასახავს საქართველოს, როგორც ბიომრავალფეროვნების ცხელ წერტილს.
გამოფენა
საქართველოს ეროვნული მუზეუმი და იტალიის საელჩო საქართველოში, მუზეუმის ფესტივალის ფარგლებში, წარმოგიდგენთ გამოფენას „რენესანსის დიდოსტატები“.
გამოფენა
ელენე ახვლედიანის რეტროსპექტული გამოფენის ფარგლებში, დამთვალიერებელი გაეცნობა მხატვრის, როგორც ფერწერულ, ასევე გრაფიკულ ნამუშევრებს.
გამოფენა
კვირის ღონისძიებები