მურაზ მურვანიძის შეუდარებელი ნამუშევრები ერთ ვიდეოში

14 იანვრიდან, პირველად საქართველოში, ხელოვნების სასახლე საქართველოს სახალხო მხატვრის, სახელმწიფო და საერთაშორისო პრემიების ლაურეატის, თბილისის საპატიო მოქალაქის - მურაზ მურვანიძის გამოფენას მასპინძლობს. 

 

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ხელოვანის შემოქმედების მხოლოდ მცირე ნაწილი, რომელიც იტალიის, საფრანგეთის, რუსეთის, კანადის, აშშ-სა და საქართველოს თეატრებში დადგმულ სპექტაკლების ესკიზებს აერთიანებს.

 

თბილისის სამხატვრო აკადემიაში ფერწერის ფაკულტეტის თეატრალურ-დეკორატიული განყოფილების დასრულების შემდეგ, მურაზ მურვანიძემ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში დაიწყო მუშაობა, რასაც პეტერბურგის ისტორიული „მარიას თეატრი“ და სხვა დიდი წარმატებები მოჰყვა. მურაზ მურვანიძე არის სახელმწიფო, პიკასოს, ლინკოლნის ცენტრის, ჩიკაგოსა და სხვა მრავალი საერთაშორისო პრემიების ლაურეატი; საქართველოს (1963), პოლონეთის (1977), კანადის (1986), საფრანგეთისა (1977) და აშშ-ს (1989) თეატრალური სეზონების საუკეთესო მხატვარი; სანქტ-პეტერბურგის მარიას თეატრის, მონტე კარლოს საერთაშორისო მუსიკალური ასოციაციის, ძველი და ახალი მონტე კარლოს (1990-1993) მთავარი მხატვარი. იგი მუშაობდა მსოფლიოს წამყვან საერთაშორისო, საოპერო და საბალეტო თეატრებში. აღსანიშნავია, რომ მურაზ მურვანიძე თავისუფლების მოედანზე, წმიდა გიორგის მონუმეტზე აღმართული საახალწლო დეკორაციისა და მთაწმინდის პარკის, „ბომბორას“ ავტორია.

 

ხელოვნების სასახლეში გამოფენა 14 თებერვლამდე გაგრძელდება.

 

ავტორი: მარი ტიელიძე

მსგავსი ღონისძიებები
დაიმშვენეთ და დაამშვენეთ თქვენი საახალწლო განწყობა ულამაზესი ხელნაკეთი სათამაშოებით თუ ხელოვნების ნიმუშებით.
გამოფენა
გაიმართება მუსიკალური პერფორმანსი. შეხვდებით გასული წლის პროექტში მონაწილე ხელოვანებს. გექნებათ საშუალება დააგემოვნოთ თუშური ყველი, კალტი და ყაღი.
გამოფენა
თქვენ შესაძლებლობა გექნებათ დააგემოვნოთ  უგემრიელესი ორგანული პროდუქტები, შეხვდით მეგობრებს.
გამოფენა
15 დეკემბერს გალერეაში "წითელი კვადრატი" გაიხსნება ნინო ფერაძის პერსონალური გამოფენა - "ზამთრის სიზმარი"
გამოფენა
კვირის ღონისძიებები