2 დეკემბერს, დავით დოიაშვილის სპექტაკლი "ფსკერზე" მუსიკისა და დრამის თეატრში გაიმართება.
ამაოებათა ამაოება არის ამაოება! ერთ მშვენიერ დღეს, შეიძლება აღმოჩნდეთ გაბრდღვიალებული დარბაზიდან-ნაგავსაყრელზე!… ერთ მშვენიერ დღეს ,ნაგავსაყრელზე,შეიძლება სანატრელი გაგაიხდეთ ლუკმა პური და წვეთი წყალი!.. ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება მიხვდეთ, რომ მთავარი აღარ გაქვთ – ამ ყველაფრის შეცვლის, ამ ყველაფერთან გამკლავების – თავი, სურვილი და უნარი… და ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩენთ,რომ მხოლოდ საკუთარი გამოფიტული სხეული შეგრჩათ, ძონძების ამარა!… ასე, რომ, ამ მშვენიერ საღამოს, ჩამობრძანდით ქვემოთ, ჩვენთან და ვნახოთ ამბავი ამბავი “ფსკერზე” აღმოჩენილი ადამიანებისა!…