მწერალთა სახლში „ფემინისტური კითხვის“ პირველი შეხვედრა გაიმართება

   14 თებერვალს, 19:00 საათზე მწერალთა სახლში გაიმართება „ფემინისტური კითხვის“ პირველი შეხვედრა. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ეკა ქევანიშვილისა და თეა თოფურიას ტექსტების საჯარო კითხვა და განხილვა ფემინისტურ ჭრილში.

 

   პროექტის _ „ფემინისტური კითხვა მწერალთა სახლში“ _ მთავარი მიზანია თანამედროვე ფემინისტური ლიტერატურის პოპულარიზაცია, მკითხველისათვის ქალი ავტორების გაცნობა და მათი ტექსტების კიდევ ერთხელ გააზრება. ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია ლიტერატურულ და აკადემიურ წრეებში იმ გამოწვევებსა და პრობლემებზე საუბარი, რასაც ჩვენს გარემოში აწყდება ქალი. გარდა ამისა, პროექტი ხელს შეუწყობს საჯარო კითხვის მივიწყებული ტრადიციის გაცოცხლებას და მის ქცევას თანამედროვე ლიტერატურული პროცესის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილად.

 

შეხვედრის მოდერატორი: ანი კოპალიანი.  პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ქალთა ფონდი საქართველოში. 

 

დასწრება თავისუფალია!

მსგავსი ღონისძიებები
პროექტის პრეზენტაცია ჩატარდება მხოლოდ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის.
სხვა ივენთები
თუ გაინტერესებთ დიქტატორები და დიქტატურები, ლათინური ამერიკის ლიტერატურა მეოცე საუკუნისა, დიადი მწერლები, მათი მოქალაქეობრივი ვალი, ბრძოლა საკუთარ თავსა და საკუთარ ქვეყანაში რაღაც კეთილის, თუნდაც უმცირესის გადასარჩენად.
სხვა ივენთები
ია კარგარეთელის რომანის "სხვა უდაბნოს საიდუმლო", პრეზენტაცია.
სხვა ივენთები
მთავარი თემები იქნება: მაინინგი, კრიპტობიზნესი და რეგულირება საქართველოში.
სხვა ივენთები
კვირის ღონისძიებები