16 იანვარს, სამშაბათს, 20:00-ზე გაიმართება სალონური საუბრების საღამო გოგი ხოშტარიასთან, თემაზე - „ნიკო ფიროსმანაშვილი - ცხოვრება და შემოქმედება“.
შეხვედრებზე დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია .
პროექტის ფარგლებში მოწვეულნი არიან ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლები, ფილოსოფოსები და ფსიქოლოგები. საუბრები გაიმართება ლიტერატურაზე, კინოზე, თეატრზე, მუსიკაზე, მხატვრობაზე და სხვა საინტერესო თემაზე.
საღამოებზე იქმნება გარემო, სადაც სტუმარს საშუალება აქვს ღვინის, ჩაისა და სასიამოვნო მუსიკის თანხლებით, მძიმე სამუშაო დღის შემდეგ, მყუდრო გარემოში განიტვირთოს. მოისმინოს საინტერესო მომხსენებლების ხედვა და გამოცდილება, სალონურ გარემოში მათთან ერთად განიხილოს სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი.
კვირის დღეებში შეხვედრები იწყება 20:00-ზე, ხოლო კვირა დღეს - 18:00-ზე.
დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია!
დამატებითი ინფორმაცია : [email protected] ☎ 551528473