ოთხი ვარსკვლავი მსახიობისთვის დაწერილი პიესა "კვარტეტი"

17 დეკემბერს დავით დოიაშვილის სპექტაკლი "კვარტეტი" მუსიკისა და დრამის თეატრში გაიმართება.

„ეს პიესა ოთხი ვარსკვლავი მსახიობისთვისაა დაწერილი, იმათთვის, ვინც თეატრში საუკეთესოა... სადაც არ უნდა იყოს ეს თეატრი“... მოქმედება მოხუცთა თავშესაფარში ხდება, სადაც დღეს მივიწყებას მიცემული, მაგრამ ოდესღაც საზოგადოების ოთხი ნამდვილი კუმირი, სიცოცხლის უკანასკნელ, ერთფეროვან და ცარიელ დღეებს ატარებს. მოხუც მსახიობებს, ჯუზეპე ვერდის დაბადების დღესთან დაკავშირებით, ადგილობრივ კონცერტზე ოპერა „რიგოლეტო“-დან კვარტეტის შესრულებას თხოვენ. სანამ ამ წინადადებას დათანხმდებიან, ყოველი მათგანი მოგონებების მძიმე და ეკლიან გზას გადის, რომლის დროსაც ერთმანეთს უტყდებიან იმ ცოდვებში, რომელიც აქამდე არავინ იცოდა, იხსენებენ ტრიუმფალურ წარსულს და განსჯიან სევდიან აწმყოს.

მსგავსი ღონისძიებები
სამი მსახიობის მიერ გათამაშებული ღიმილის მომგვრელი „ფსიქოლოგიური კომედია“ თანამედროვე ხელოვნებაზე.
თეატრი
ნამცეცას ისტორია, რომელმაც დაიჯერა, რომ შეხვდება მშვენიერ პრინცს
თეატრი
15 დეკემბერს მუსიკისა და დრამის თეატრში დავით ხორბალაძის სპექტაკლი "წყურვილი" გაიმართება.
თეატრი
მოქმედება აეროპორტში ვითარდება. წარმატებული ბიზნესმენი ჟერომი საქმეზე მიემგზავრება. შეიტყობს, რომ ფრენა გადაიდო.
თეატრი
კვირის ღონისძიებები