მაესტრო დანიელ ორენი, რომელიც თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მუსიკალური დირექტორია 2018 წლიდან, 14 ნოემბერს, 20:00 საათზე უდირიჟორებს, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდს და ორკესტრს. შესრულდება დიდებული კომპოზიტორის ლუდვიგ ვან ბეთჰოვენის უკვდავი "მეცხრე სიმფონია".
შემსრულებლები იქნებიან: იანო ალიბეგაშვილი (სოპრანო); ნინო სურგულაძე (მეცო-სოპრანო); არმაზ დარაშვილი (ტენორი); გიორგი ანდღულაძე (ბანი).