პატარა გალერეა და პროპაგანდა წარმოგიდგენთ ტიმ ვეგის გამოფენას „ფსიქოლოგია უკეთესი მომავლისთვის“

    2017 წლის 23 სექტემბერს, ახალ ზელანდიაში არჩევნები ჩატარდა. მემარჯვენე პარტიის 9 წლიანი მმართველობის შემდეგ, 19 ოქტომბერს გამოცხადდა, რომ ჩამოყალიბდა უმცირესობათა კოალიცია, ახალი ზელანდიის ცენტრისტებს, მემარცხენე ცენტრისტ ლეიბორისტულ პარტიასა და მწვანეთა შორის. ეს უმნიშვნელო ალიანსი ნიშნავდა მთავრობის შეცვლასა და 38 წლის ჯასინდა არდერნის პრემიერ მინისტრად წარდგენას, რომელმაც ფეხმძიმობის შესახებ განაცხადა და ამავდროულად ხაზს უსვამდა საკუთარ ლიდერულ თვისებებს. 

 

    "ამ იმედის მომცემ გარემოს ტიმისა და ჩემთვის, როგორც თანამედროვე ხელოვნების პრაქტიკოსებისთვის, მოჰყვა დიდი შვება შეზავებული ფრთხილი ოპტიმიზმის ატმოსფეროსთან. "ფსიქოლოგია უკეთესი სამყაროსთვის“ დასათაურებულია ოკლენდში მცხოვრები ფსიქოლოგის ნიკი ჰარეს წიგნიდან, რომელიც 2011 წელს გამოიცა და რომელშიც იგი იკვლევს იმ სტრატეგიებს, რომლებმაც შესაძლოა განაპირობოს მდგრადობა. ჰარეს მოწოდების პასუხად, რომ შექმნას სამყარო რომელშიც ჩვენი სახეობა და ეკოლოგიური სისტემა, ვართ ნაწილი იმისა, რასაც განვითარება შეუძლია, გამოფენა წარმოადგენს სამოქმედო სტრატეგიას, რომელიც დაკავშირებულია როგორც ფსიქოლოგიურ და პოლიტიკურ პრობლემებთან, ისევე ეკოლოგიურ მდგრადობასთან. „ფსიქოლოგია უკეთესი სამყაროსთვის“ მოიცავს ჰარეს სიტყვებსა და მტკიცებებს.

 

გთავაზობთ გაწვდილ ხელს ოკეანეთა, კონტინენტთა და დიდი მანძილების გაღმა, ვიწვევთ პატარა გალერეასა და მის სტუმრებს, რათა „ერთად გავიკვლიოთ გზა წინ!“ - ვიქტორია ვინ-ჯონსი

 

არტისტი ტიმ ვეგი და კურატორი ვიქტორია ვინ-ჯონსი ამჟამად ცხოვრობენ ახალ ზელანდიაში, ტამაკი მაკაუროში (ოკლენდი).

 

 

მსგავსი ღონისძიებები
გაიმართება მუსიკალური პერფორმანსი. შეხვდებით გასული წლის პროექტში მონაწილე ხელოვანებს. გექნებათ საშუალება დააგემოვნოთ თუშური ყველი, კალტი და ყაღი.
გამოფენა
საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიმართება „მიქელანჯელო და სიქსტეს კაპელა“-ს  გრაფიკული ნამუშევრების გამოფენა.
გამოფენა
2 დეკემბერს 10:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე სასტუმროში “რედისონ ბლუ ივერია” “ქალთა საერთაშორისო ასოციაცია საქართველო” (IWAG) ტრადიციულ საახალწლო გამოფენა-გაყიდვას გამართავს.
გამოფენა
შესაძლებელი იქნება საჩუქრების შეძენა და სასაჩუქრედ შეფუთვა.
გამოფენა
კვირის ღონისძიებები