პიანისტი ალექსანდრე ცომაია სოლო კონცერტს გამართავს

"მუსიკა ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის” ღონისძიების ფარგლებში, ალექსანდრე ცომაია, ამერიკაში მოღვაწე ქართველი პიანისტი, 30 ნოემბერს ფსიქიკური ჯანმრთელობის მხარდამჭერ სოლო კონცერტს თბილისში გამართავს. მწერალი ლაშა ბუღაძე კი წაიკითხავს ლექციას -„ფსიქიკური ჯანმრთელობა და მუსიკა“. მოეწყობა ფოტოების გამოფენა, რომელთა ავტორებიც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანები არიან. საქველმოქმედო კონცერტის ბილეთების გაყიდვით შემოსული თანხა ფსიქიკური ჯანმრთელობის სათემო სერვისების განვითარებასა და გაძლიერებას მოხმარდება. ბენეფიციარი ორგანიზაციაა - “ხელი ხელს”, და პროექტის საბოლოო მიზანი ფსიქიკური ჯანმრთელობის მცირე საოჯახო ტიპის მომსახურების დასანერგად სახლის ყიდვაა, სადაც ადამიანებს თანამედროვე ტიპის მომსახურებას გაუწევენ. იყიდე კონცერტის ბილეთი, მოუსმინე მუსიკას ჩვენთან ერთად, შემოუერთდი ღია მოძრაობას და მხარი დაუჭირე ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებს #სტიგმისგარეშე.

იყიდე ბილეთი
მსგავსი ღონისძიებები
ლექციის დროს მოხდება ხელოვნების სხვადასხვა სფეროდან ვიზუალური მაგალითების დემოსტრაცია და ანალიზი.
სხვა ივენთები
31 ოქტომბერს ფოტოგრაფი მარი ნაკანი-მამასახლისი ჩაატარებს მასტერკლასს თემაზე "კომერციული ფოტოგრაფია".
სხვა ივენთები
ჰაკათონში მონაწილეობენ 2-4 პირისგან შემდგარი ჯგუფები, რომლებსაც აღნიშნული მიმართულებით ინოვაციური იდეა და მისი განხორციელების სურვილი აქვთ.
სხვა ივენთები
"ფულის" ფრანგული პრემიერა ოქტომბერში შედგა და მას მერე უამრავ ქვეყანაში იმოგზაურა და არაერთ წარმატებას მიაღწია.
სხვა ივენთები
კვირის ღონისძიებები