პინოკიო ძალიან ცელქი და ონავარი ბიჭუნაა. მისი ცხოვრება სავსეა თავგადასავლებით, რადგან პინოკიოს ყოველ დღე თან სდევს ხიფათი. ის ხომ ყველაზე კეთილი და განუმეორებელი ხის ბიჭუნაა. ვინ თუ არა პინოკიომ უნდა მიიღოს ტორტილასგან ბედნიერების გასაღები, რადგან ხის ბიჭუნა ამქვეყნად მხოლოდ სიყვარულისთვისაა მოვლენილი. მერე რა, რომ ხანდახან ძალიან ანცობს - თქვენ ხომ იცით ბავშვებო რომ თუ ბევრს იცრუებთ ცხვირი გაგეზრდებათ. - როგორ? - როგორ და პინოკიოს რომ აქვს ისე.
მონაწილეობენ: პინოკიო - გიორგი ცხადაძე, გაგა მახათაძე, მანჯაფოკო - იუკა ვასაძე, ჯეპეტო - მამუკა მაზავრიშვილი, კატა - ოთო ჩიქობავა, ჭრიჭინა - თამარ ბეჟუაშვილი, არლეკინი, პოლიციელი - ანდრია გველესიანი, მელია - თამთა პატაშური, ჯუზეპე - შორენა ზუბიაშვილი, პოლიციის უფროსი - ოთო ჩიქობავა, ტორტილა - ნელი ბადალაშვილი, გვანცა კანდელაკი, ფერია - სოფია სებისკვერაძე, ნინო ციმაკურიძე, როზაურა, პოლიციელი - მაიკო ვაწაძე, დურემარი - ვაჟა ციცილოშვილი, ვასო შიხაშვილი.
სპექტაკლის ხანგრძლივობა 70 წუთი.