რა ელოდებათ ინოვაციური მედიაჰაკათონის მონაწილეებს?

ჰაკათონი - ინოვაციური პროდუქტების შექმნის პლათფორმაა. ასე იქნება მედიაჰაკათონის შემთხვევაშიც, რომელიც 22-24 დეკემბერს ”სილიკონ ველი თბილისის” სივრცეში იმართება.

ჰაკათონის, სახელად ”მედიაინოვაცია” ორგანიზატორია ”ინტერნიუსი - საქართველი”,  ”ინტერნიუს - ნეტვორქთან“ ერთად და ის პროექტის ”დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში” ფარგლებში იმართება. ”ინტერნიუსი-საქართველოს” პროექტის დირექტორის მაია მიქაშავიძის განმარტებით, ღონისძიებაში მონაწილეობა შეუძლიათ საინფორმაციო მედიასაშუალებებს, სტარტაპებს, საინიციატივო ჯგუფებს, დამოუკიდებელ ჟურნალისტებს, დიზაინერებსა და ვებდეველოპერებს.

ჰაკათონის ფარგლებში გაიმართება გამოცდილი ქართველი და უცხოელი ექსპერტების ტრენინგსესიები და დისკუსიები, რომელსაც ღონისძიების მონაწილე გუნდები დაესწრებიან. გუნდებისთვის მუდმივად ხელმისაწვდომი იქნება დახმარება მენტორებისგან, რომლებიც მედიის და ტექნოლოგიების ექსპერტები იქნებიან. სესიებზე მიღებული ინფორმაციისა და მენტორების დახმარებით, მონაწილეები გააუმჯობესებენ საპროექტო იდეებს და საკონკურსო ჟიურის წარუდგენენ გრანტის მოსაპოვებლად.

რას ისაუბრებებენ მენტორები ტრენინგსესიების განმავლობაში, ამაზე თავად მენტორები გვიამბობენ.

 

გიორგი გოგუა, მულტიმედია ჟურნალისტი: ”ჩემი სასაუბრო თემაა ვიზუალური თხრობის ფორმების გამოყენება სოციალურ ქსელში. მონაწილეებს ვესაუბრები, თუ როგორ უნდა შეფუთონ ინფორმაცია, როგორ მიაწოდონ აუდიტორიას ისე, რომ ამბავი იყოს მოკლე, გასაგები და საინტერესო. როგორ მიწვდენ მაქსიმალურად დიდ აუდიტორიას.”

ლევან ტაბატაძე :“ მე ვისაუბრებ  კონტენტის მომავალზე: თხრობის ახალ  ფორმებზე ციფრულ ჟურნალისტიკაში. ვფიქრობ, რომ საინტერესო ჰაკათონი იქნება და ბევრ საინტერესო იდეას მოვისმენთ. წარმატებას ვუსურვებ ყველას“.

3 დღის განმავლობაში მენტორები მონაწილე ჯგუფებთან იმუშავებენ და მათ იდეების დახვეწასა და განხორციელებაში დაეხმარებიან. ჯგუფები მესამე დღეს მუშაობის შედეგს საკონკურსოდ წარადგენენ. ჟიური გამოავლენს 3 გამარჯვებულს, რომელთაც 4 500 დოლარის ოდენობის გრანტი გადაეცემათ. ფულადი პრიზები საშუალებას იძლევა, რომ ქართულ მედიაში ინოვაციური იდეები განხორციელდეს და მას სარგებელი მოუტანოს.

მსგავსი ღონისძიებები
ეს იქნება ღონისძიება, რომელიც შეეხება ბლოკჩეინ ტექნოლოგიებს, მის ისტორიას, განვითარების ეტაპებსა და სამომავლო გეგმებს.
სხვა ივენთები
სადმე რამე ხდება? ყველაზე აქტუალური კითხვა
სხვა ივენთები
16 სექტემბერს თბილისში სახელოვნებო კომპანია "ღია სივრცე" გაიხსნება.
სხვა ივენთები
პარლამენტის შენობის წინ დაგეგმილ ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს თბილისის მერი კახა კალაძე ოჯახთან ერთად უმასპინძლებს.
სხვა ივენთები
კვირის ღონისძიებები