თბილისში, 6 და 7 ოქტომბერს თბილისობის დღესასწაულზე, სხვადასხვა ლოკაციაზე მრავალი სახის ღონისძიება ჩატარდება. თბილისელებს და არამხოლოდ მათ ექნებათ შესაძლებლობა შემდეგი სახის ღონისძიებებს დაესწრონ მთელი დღის განმავლობაში
6 ოქტომბერს რიყის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე შემდეგი ღონისძიებები გაიმართება:
გასტრონომიული ფესტივალი - 12:00-დან - 20:00 საათამდე
ყვავილების ფესტივალი „შემოდგომის დღესასწაული“ - 13:00 - დან - 20:00 საათამდე
საბავშვო გასართობი პროგრამა - 11:00-დან – 19:00 საათამდე
კონცერტი ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით -14:00-დან - 18:00 საათამდე
რარიტეტული მანქანების გამოფენა - 12:00-დან – 18:00 საათამდე
ლეღვთახევის მიმდებარე ტერიტორიაზე შემდეგი გასართობი ღონისძიებები ჩატარდება:
მხატვრების, ფოტოხელოვანების და სამხატვრო აკადემიის სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა - 13:00-დან – 17:00 საათამდე
საავტორო ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა -13:00-დან – 17:00 საათამდე
ქართული ფილმის გმირების კოსტიუმირებული პერფორმანსი - 14:00-დან 17:00 საათამდე
პანტომიმის სახელმწიფო თეატრის შოუ „ცოცხალი ქანდაკებები“ - 14:00-დან 17:00 საათამდე
პროექტი „გვიდირიჟორე“ - 15:00-დან 17:00 საათამდე
ცოცხალი მუსიკა - ბენდი "Killages" -18:00-დან 19:00 საათამდე
გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტის დასის წარმოდგენა - „მეტრონომი“ - 20:00-დან 21:00 საათამდე
მეიდანზე (სიონის სკვერთან) "ხილის ფესტივალი" ჩატარდება - 12:00 -დან 19:00 საათამდე
დედაენის ბაღის ტერიტორიაზე 12:00-დან 18:00 საათამდე ქვემოთ ჩამოთვლილი სპორტული და გასართობი ღონისძიებები გაიმართება:
ტურნირი ქართულ ჭიდაობაში - თბილისის ფალავნის გათამაშება
ტურნირები ნარდში
მხატვრული ტანვარჯიში - საჩვენებელი გამოსვლა;
აკრობატიკა - საჩვენებელი გამოსვლა;
შავფაროსნების შოუ და ანსამბლი „ჩვენებურები“
ბატუტი - საჩვენებელი გამოსვლა;
ბოჩა (შშმ პირებისთვის)
ტურნირი მინი გოლფში
შეჯიბრი მკლავჭიდში
მაგიდის ჩოგბურთი
ძალოსნობა - საჩვენებელი გამოსვლა
ასევე დედაენის ბაღთან იტალიელი არქიტექტორის, მშრალი ხიდის ავტორის ჯოვანი სკუდიერის სახელობის ქუჩა გაიხსნება - 14:00 საათზე
ევროპის მოედანზე მიუზიკლი - „თბილისური ვოდევილი“ -ს პრემიერა ჩატარდება - 20:00 საათზე
7 ოქტომბერს კი თბილისში რამდენიმე ზემოხსენებულ ფესტივალსა თუ ღონისძიებას, შოუები და კონცერტები დაემატება:
რიყის პარკში ჩატარდება:
გასტრონომიული ფესტივალი - 12:00-დან - 20:00 საათამდე
ყვავილების ფესტივალი „შემოდგომის დღესასწაული“ - 13:00-დან 20:00 საათამდე
საბავშვო გასართობი პროგრამა - 11:00-დან 19:00 საათამდე
საცირკო წარმოდგენა „ჯამბაზები საზღვრებს გარეშე“ - 14:00-დან 15:00 საათამდე
კონცერტი ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით - 14:00-დან 18:00 საათამდე
რარიტეტული მანქანების გამოფენა - 12:00-დან 18:00 საათამდე
14 საათზე ბარათაშვილის ქუჩაზე კომპოზიტორ რევაზ ლაღიძის ბიუსტის გაიხსნება და ასევე ანსამბლ „ქართული ხმების“ კონცერტი ჩატარდება.
ლეღვთახევის ტერიტორიაზე:
მხატვრების, ფოტო ხელოვანების და სამხატვრო აკადემიის სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა - 13:00-დან 17:00 საათამდე
საავტორო ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა -გაყიდვა - 13:00-დან 17:00 საათამდე
ქართული ფილმის გმირების კოსტიუმირებული პერფორმანსი - 14:00-დან 17:00 საათამდე
პანტომიმის სახელმწიფო თეატრის შოუ „ცოცხალი ქანდაკებები“ - 14:00-დან 17:00 საათამდე
ცოცხალი მუსიკა - დაუვიწყარი კონცერტი - ლევან ცხადაძე და გერმანელი სტუმრები პროექტით - „მექი დანა და მისი მეგობრები“ - 16:00-დან 18:00 საათამდე
პროექტი „გვიდირიჟორე“ - 19:00-დან 21:00 საათამდე
გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტის დასის წარმოდგენა - „მეტრონომი“ - 21:00-დან 22:00 საათამდე
დედაენის ბაღთან - 12:00-დან 18:00 საათამდე სხვადასხვა სპორტული და გასართობი ღონისძიებები
ჩატარდება:
ტურნირი ქართულ ჭიდაობაში - თბილისის ფალავნის გათამაშება
ტურნირები ნარდში
მხატვრული ტანვარჯიში - საჩვენებელი გამოსვლა;
აკრობატიკა - საჩვენებელი გამოსვლა;
შავფაროსნების შოუ და ანსამბლი „ჩვენებურები“
ბატუტი - საჩვენებელი გამოსვლა;
ბოჩა (შშმ პირებისთვის)
ტურნირი მინი გოლფში
შეჯიბრი მკლავჭიდში
მაგიდის ჩოგბურთი
ძალოსნობა - საჩვენებელი გამოსვლა
კარატე - საჩვენებელი თამაშები
პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მოედანზე საპატიო თბილისელი დაჯილდოვდება და შემდეგ 19:30 საათზე გალა კონცერტი სახელწოდებით „ჩემო თბილის ქალაქო“ გაიმართება. "თბილისობა 2018" ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით ჩატარდება.