რესტორან "პუბლიკაში" მსმენელის წინაშე პიანისტი დავით ალადაშვილი მხატვარ ქეთევან დავლიანიძესთან ერთად წარსდგება

    13 ოქტომბერს, 20:30 საათზე რესტორან პუბლიკაში სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ პიანისტ დავით ალადაშვილისა და მხატვრის ქეთევან დავლიანიძის ერთობლივ პერფორმანსს მოუსმინონ და ადევნონ თვალი. დავითი დაუკრავს კლასიკურ კომპოზიციებს ფორტეპიანოზე ,ხოლო ქეთევანი დახატავს.

 

     დავით ალადაშვილი ცნობილი ახალგაზრდა მუსიკოსია. მან წარმატებით დაამთავრა ჯულიარდის სკოლა (რომელიც ნიუ-იორკში მდებარეობს.  "ჯულიარდში" მრავალი დიდი მუსიკოსი სწავლობდა, მათ შორის: ლეგენდარული ამერიკელი მესაყვირე მაილს დევისი.). დავითი პრესაში მოხსენიებულია, როგორც ,,ემოციური ვირტუოზი, დაბადებული სცენისთვის".

 

      ქეთევან დევლიანიძე ასევე ცნობილი ქართველი მხატვარია, რომლის ნამუშევრებიც "ქართული სახვითი მუზეუმის" გარდა, უცხო ქვეყნების კერძო კოლექციაშიც შეხვდებით (ბერლინი,ბარსელონა, ვაშინგტონი და სხვა.).  

 

                                  მაგიდის დასაჯავშნად დარეკეთ ნომერზე: 544444544

იყიდე ბილეთი
მსგავსი ღონისძიებები
14 ოქტომბერს მერაბ სეფაშვილის საიუბილეო კონცერტი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება
კონცერტი
აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ორკესტრის დაკომპლექტება მოხდება უცხოეთში და საქართველოში მოღვაწე ნიჭიერი ახალგაზრდა მუსიკოსებით და ეწოდა „საქართველოს ვირტუოზები“.
კონცერტი
11 სექტემბერს ჯაზ-კაფე ”Singer"-ში მსახიობი კახა ბაკურაძე საკუთარ რეჩიტატივს შესთავაზებს მსმენელს, თავის ჯაზ ბენდ ”El banda del მუდო”-სთან ერთად.
კონცერტი
ბალკანური ფოლკლორის, როკისა და სიმფონიიის საოცარ სინთეზს მამაკაცური ხიბლი და მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი მანერა ემატება
კონცერტი
კვირის ღონისძიებები