17 დეკემბერს, რობერტ სტურუას სპექტაკლი "ასულნი" რუსთაველის თეატრის სცენაზე გაიმართება.
დამონებული ასულები მხსნელს ელიან. ერთფეროვან შრომაში უღიმღამოდ გადის დღეები, წლები. . . თუმცა იმედი ჯერ საბოლოოდ არ გამქრალა. დროდადრო გამოჩნდებიან ხოლმე “მხსნელები”, რომლებიც მათ თავისუფლებასა და ბედნიერ ცხოვრებას, “ოქროს ყანებს” ჰპირდებიან, მაგრამ მათი დაპირებები, სამწუხაროდ, სიცრუეა. ასულთა ბედი არავის ადარდებს.