რობერტ სტურუას სპექტაკლი "მტრის ნიღაბი" რუსთაველის თეატრის სცენაზე გაიმართება

29 ნოემბერს, რობერტ სტურუას მტრის ნიღაბი რუსთაველის თეატრში გაიმართება.

მოქმედება აეროპორტში ვითარდება. წარმატებული ბიზნესმენი ჟერომი საქმეზე მიემგზავრება. შეიტყობს, რომ ფრენა გადაიდო. ჟერომს ვიღაც მგზავრი მოსვენებას არ აძლევს. შეწუხებული კაცი ცდილობს თავიდან მოიშოროს უცნობი, მაგრამ ამაოდ. ჟერომი იძულებულია მოისმინოს მისი აღსარება. შემზარავი მოსასმენია, როგორ გააუპატიურა და შემდეგ მოკლა იზაბელი, ვისაც მთელი ცხოვრება ეტრფოდა. ყველაზე უცნაური კი ის არის, რომ იზაბელი სწორედ ჟერომის გარდაცვლილი მეუღლეა. მაშინ პოლიციამ კვალს ვერ ვერ მიაგნო. ჟერომი თავზარდაცემულია, უცნობი კი შურისძიებისკენ მოუწოდებს. მაგრამ ვინ არის ეს უცნობი, მანიაკი თუ თავად ჟერომი?

მსგავსი ღონისძიებები
ლეგენდარული ამერიკელი ბალეტმეისტერი და მსახიობი მიხაილ ბარიშნიკოვი მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე 90 წუთიან წარმოდგენას გამართავს.
თეატრი
სპექტაკლი თოჯინური ოსტატობის, ქართული ხალხური სიმღერის, ცეკვისა და ავტორისათვის ძვირფასი მოგონებების მაგიურ ნაზავს წარმოადგენს.
თეატრი
უკანასკნელ შოუში ჯგუფს ედგარ ალან პოს ,,მოჯადოებული სასახლე“ შემოაქვს - მძაფრი ვიზუალური კოშმარი, უჩვეულო მუსიკალური ექსტრავაგანსა - ,,თაიგერ ლილიზ“ ედგარ ალან პოს შავბნელ, ავისმომასწავლებელ სამყაროში დგამს ფეხს.
თეატრი
სპექტაკლის გმირები სამშობლოს ტოვებენ, ბრუნდებიან, კარგავენ და პოულობენ...
თეატრი
კვირის ღონისძიებები