რობერტ სტურუას სპექტაკლი "მტრის ნიღაბი" რუსთაველის თეატრის სცენაზე დაიდგმება

      მოქმედება აეროპორტში ვითარდება. წარმატებული ბიზნესმენი ჟერომი საქმეზე მიემგზავრება. შეიტყობს, რომ ფრენა გადაიდო. ჟერომს ვიღაც მგზავრი მოსვენებას არ აძლევს. შეწუხებული კაცი ცდილობს თავიდან მოიშოროს უცნობი, მაგრამ ამაოდ.  ჟერომი იძულებულია მოისმინოს მისი აღსარება. შემზარავი მოსასმენია, როგორ გააუპატიურა და შემდეგ მოკლა იზაბელი, ვისაც მთელი ცხოვრება ეტრფოდა. ყველაზე უცნაური კი ის არის, რომ იზაბელი სწორედ ჟერომის გარდაცვლილი მეუღლეა. მაშინ პოლიციამ კვალს ვერ ვერ მიაგნო. ჟერომი თავზარდაცემულია, უცნობი კი შურისძიებისკენ მოუწოდებს. მაგრამ ვინ არის ეს უცნობი, მანიაკი თუ თავად ჟერომი?

 

სპექტაკლის ხანგრძლივობა : 80 წთ

მსგავსი ღონისძიებები
ადამიანთა დარდისა და სევდის შემგროვებელი, ამ ქვეყნად მოსვლის მიზანზე ჩაფიქრებული გოდერძი ჩოხელი გუდამაყრიდან, ამ მიკროსივრციდან ხედავს მთელ სამყაროს და გვესაუბრება იმ მთავარ ფასეულობებსა და ღირებულებებზე
თეატრი
3 დეკემბერს, დავით დოიაშვილის სპექტაკლი "ფსკერზე"   მუსიკისა და დრამის თეატრში გაიმართება.
თეატრი
ქსნის 12 ნომერში შეგიძლიათ გიორგი შავგულიძის სახელობის დამოუკიდებელ თეატრ "სახიობას" ესტუმროთ.
თეატრი
ყველასთვის ცნობილი მიუზიკლი მაყურებელს ახალი წლიდან ელოდება
თეატრი
კვირის ღონისძიებები