როგორ იქმნებოდა summer set-ის ფესტივალი საქართველოში?

     რა ხდებოდა საქართველოში ელექტრონული მუსიკის სცენაზე 2012 წლამდე?  დიდი არც არაფერი, ყოველ შემთხვევაში ფესტივალების თვალსაზრისით დიდი არჩევანი არ იყო. შესაძლოა, ჩვენი მუსიკალური სიები სავსე იყო დასავლური გემოვნებიანი მუსიკით, თუმცა, მათი აქ მოსმენა ოცნებას უტოლდებოდა. 2012 წელს გამოცდილმა და მუსიკის მოყვარულმა ენთუზიასტმა ადამიანებმა, შექმნეს ფესტივალი, რომელიც  ერთ-ერთი პიონერი იყო ქართულ ელექტრონულ საფესტივალო სივრცეში.

 

   SUMMER SET პირველად 2012 წელს ბათუმში ჩატარდა 3 დღეში 10 000-მდე სტუმარს უმასპინძლა. ეს იყო პირველი პრეცედენტი, როდესაც ადამიანების ეს რაოდენობა ერთ მოედანზე უსმენდა ელექტრონულ მუსიკას.  

 

 

     შემდეგ იყო 2013 წელი, მასშტაბებისა და ამბიციების ზრდა, რომელიც ჯერ კიდევ წარმოუდგენელი ჩანდა. ბათუმში სპეციალურად SUMMER SET-ისთვის ახალი საფესტივალო ქალაქი აშენდა. 2 დღიანი წარმატებული ივენთი შტორმმა შეაფერხა, თუმცა, ორგანიზატორებმა Faithless თბილისში ჩამოსვლაზე დაითანხმეს და 15 000 ადამიანი ლისზე ელექტრონული  მუსიკის მუხტის ქვეშ გააერთიანეს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

     ერთ-ერთი გამორჩეული წელი იყო 2014, მაშინ პირველად მოეწყო 2 პარალელური სცენა, ჰედლაინერები, იმ დროისთვის ყველაზე აქტუალური არტისტები იყვნენ: Moderat, David August, ჯამში 25-მდე ადგილობრივი და უცხოელი არტისტი.

მუსიკის მოსმენამ, თეატრებიდან, საკონცერტო დარბაზებსა და აპრობირებული სივრცეებიდან გადაინაცვლა ახალ, იმ დროისთვის უჩვეულო, თუმცა, ჩვენთვის ახლა უკვე ნაცნობ ადგილებში, იქნებოდა ეს ძველი ქარხანა, ავტოსადგომი, პავილიონები, ბიბლიოთეკის შენობები თუ სხვა.

 

 

  მნიშვნელოვანი გამოცდა იყო 2015 წელი, რადგან სამდღიანი ფესტივალი კიდევ ერთი ახალი სიტყვა იყო. SUMMER SET-ის სცენაზე, კიდევ უფრო მეტი მრავალფეროვნება იყო: კონსერვატორიის სტუდენტები, შშმ პირების გამოფენა, საცეკვაო ელექტრონული მუსიკა თუ თანამედროვე მოცარტად აღიარებული Nils Frahm და Olafur Arnalds, დღის ღონისძიებებზე დასწრება უფასო იყო. 

 

 

    ყველაზე რთული 2016 წელი იყო, რადგან ელექტრონულ სცენაზე უკვე ძალიან დიდი კონკურენცია იყო, ელექტრონული მუსიკის ფესტივალების დაფინანსებაში ჩაერთო სახელმწიფოც. იმ დროისთვის SUMMER SET-ს თავისი სიტყვა უკვე ნათქვამი ჰქონდა, ამიტომ ფესტივალის ორგანიზატორებმა SUMMER SET გაურკვეველი დროით შეაჩერეს.

 

 

    ორი წლის შემდეგ SUMMER SET მსმენელს სახეშეცვლილი დაუბრუნდა და  ფესტივალის „მეორე სიცოცხლე“ ბევრად ექსპერიმენტული იქნება. წლების წინ თუ, სეტების მიზანი საფესტივალო კულტურის განვითარება იყო, ახლა კონცენტრირება საინტერესო, აკუსტიკური ბენდებისკენ იქნება. 2018 წლის ღონისძიება ერთდღიანი საპრეზენტაციო იქნება, სადაც ქართველი მსმენელი Cigarettes After Sex, WhoMadeWho და Koreless მოუსმენენ.  ეს ნამდვილად იქნება „Below The Cherry Moon“ გართობა და 27 ივლისს თბილისის ზღვაზე „Nothing's Gonna Hurt You Baby“. 2019 წლიდან კი ფესტივალი ქალაქის ხმაურს გასცდება და სუფთა ჰაერზე, მეტი სიჯანსაღითა და მთის მომაჯადოებელი ენერგიით, გუდაურში გადაინაცვლებს.

 

 

 

მსგავსი ღონისძიებები
კონკრეტულად ვინ იმღერებს 26 მაისს, ამ დროისთვის უცნობია, თუმცა როგორც გავიგეთ, ოფიციალურ განცხადებას კომპანია 29 ნოემბერს გეგმავს.
ფესტივალი
5 ნოემბერს კამერული მუსიკის რიგით XIII ფესტივალი კონსერვატორიის მცირე დარბაზში გაიმართება
ფესტივალი
როგორც კონფერენციაზე აღინიშნა, უმთავრესი სიახლე, რასაც Summer set-ის ორგანიზატორები და მხარდამჭერები მელომანებს სთავაზობენ, 2019 წელს ფესტივალის გუდაურში გადატანას უკავშირდება. 2019 წლიდან Summer Set გუდაურში გადაინაცვლებს და ყოველი წლის ზაფხულში ჩატარდება.
ფესტივალი
თბილისში ყოველწლიური DataFest ჩატარდება.
ფესტივალი
კვირის ღონისძიებები