რომელი მსოფლიო ბრენდები იქნება წარმოდგენილი "გალერია თბილისში"

სავაჭრო ცენტრ "გალერია თბილისში" საქართველოში Apple-ის პირველი პრემიუმ რისელერის მაღაზია გაიხსნება."გალერია თბილისის" ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრში საერთო ჯამში 90-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდი მოიყრის თავს. მათ შორის, Armani Exchange, Calvin Klein Jeans, IKKS ქალისა და მამაკაცის ხაზით და Roman.

ახალი კონცეფციით იქნებიან წარმოდგენილი Lacoste, Guess, United Colors of Benetton, Trussardi, Stenders. გარდა ამისა, გალერია თბილისში გაიხსნება H&M-ის მაღაზია, რომელიც კავკასიის რეგიონში ამ ბრენდის პირველ სავაჭრო ობიექტს წარმოადგენს.

გალერია თბილისი საქართველოს თანაინვესტირების ფონდის პროექტია, რომლის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 90 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს.

გარდა ამისა, საქართველოში Armani Exchange, Calvin Klein Jeans შემოდიან.

მსგავსი ღონისძიებები
საზეიმო გახსნაზე ასევე მიწვეულნი არიან მთავრობისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, ფოლკლორში მოღვაწე ცნობილი ადამიანები და მედია.
სხვა ივენთები
ღვინის გალერეაში გაიმართება ფილმის ჩვენება, შემდეგ კი რეჟისორ გურამ ქართევლიშვილთან ერთად  დისკუსია.
სხვა ივენთები
„თეთრი ხმაურის მოძრაობა“, ქალთა საერთაშორისო ორგანიზაცია „აკესო“ და ჟურნალი „ლიბერალი“ ნარკოპოლიტიკის შესახებ მომზადებული ვიდეოების პრეზენტაციას გამართავს
სხვა ივენთები
მომხსენებლები ისაუბრებენ ქალაქური მუსიკის წარმოშობასა და მის სტილზე.
სხვა ივენთები
კვირის ღონისძიებები