3 მარტს, თბილისის სპორტის სასახლეში რუმინელი პოპ მომღერალი Akcent-ი კონცერტს გამართავს. ის 2018 წლის ტურნეს ფარგლებში საქართველოს პირველად ეწვევა. Akcent- ის ლაივ შოუები გამოირჩევა არტისტის განსაკუთრებული აქტიურობით. ის მთელი პერფორმანსის განმავლობაში ზრუნავს მსმენელის სიამოვნებასა და ამაღლებულ განწყობაზე.
არტისტი არ შემოიფარგლება სიმღერით, ის პროდიუსერი და კომპოზიტორიცაა. ასევე ის რუმინეთის X ფაქტორში წარმოგვიდგა როგორც მსაჯი, რითიც მსმენელს საკუთარი თავი განსხვავებული კუთხით დაანახა. 2010 წლიდან სინა სოლო შოუებსაც მართავს და ამ მხრივაც დიდი წარმატებით სარგებლობს.