საახალწლო მუსიკალური შეხვედრები ბორის ბერეზოვსკთან

    XX საერთაშორისო საიუბილეო ფესტივალი „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“ 5-28 დეკემბრის პერიოდში თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზის სცენაზე ჩატარდა. ფესტივალი პიანისტ მანანა დოიჯაშვილის ინიციატივით 1997 წელს დაარსდა. ღონისძიება ყოველწლიურად დეკემბრის მეორე ნახევარში იმართება და ორი კვირა გრძელდება.

 

   ფესტივალის ფარგლებში, 20 იანვარს, მსმენელის წინაშე რუსი ვირტუოზი პიანისტი, ბორის ბერეზოვსკი წარსდგება. ბერეზოვსკი მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორიაში, ელისო ვირსალაძესთან ერთად სწავლობდა. მისი შესანიშნავი დებიუტი 1988 წელს ლონდონში, Wigmore Hall-ში შედგა. 1990 წელს პ.ი. ჩაიკოვსკის საერთაშორისო კონკურსის ოქროს მედალის ლაურეატი გახდა, სადაც სანკტ-პეტერგბურგის ფილარმონიის ორკესტრთან (ხელმძღვანელი: იური ტემირკანოვი), იცხაკ პერლმანთან, იო-იო მასთან და ჯესი ნორმანთან ერთად უკრავდა.

 

  ბორის ბერეზოვსკსს ხშირად იწვევდნენ საერთაშორისო, პრესტიჟული კონცერტების სერიებში: ლონდონში, პარიზში, რომში, ციურიხში, მიუნხენში, ზაალსბურგში, ამსტერდამში, მონრეალში, ვენაში, ბერნში, ბუდაპეშტში, პრაღაში, ტოკიოსა და ბერლინში. 2006 წელს იგი დაჯილდოვდა წლის საუკეთესო ინსტრუმენტალისტის ტიტულით. (BBC Music Magazine Awards.) პიანისტი თანამშრომლობდა ისეთ გამორჩეულ ორკესტრებთან როგორიცაა: საფრანგეთის ნაციონალური ორკესტრი, ინგლისის სამეფო ორკესტრი, დანიის ნაციონალური სიმფონიური ორკესტრი და სხვა.

მსგავსი ღონისძიებები
კონცერტში სრულიად უსასყიდლოდ მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს სახელმწიფო ანსამბლი „სუხიშვილები“ , ნიაზ დეასამიძე 33ა.
კონცერტი
კონცერტის მეორე ნაწილი დაეთმობა გია იაშვილის პროექტს „ოპერა-ფანტაზია“ -პოპულარული არიები გადამუშავებული ვიოლინოსა და სიმებიანებისთვის.
კონცერტი
შენ გაქვს შანსი მას არამარტო შეხვდე, არამდედ მთელი დღე მასთან ერთად გაატარო შენივე მოფიქრებული იდეით!
კონცერტი
15 მაისს საქართველოში პირველად შესრულდა ნიკოლოზ რაჭველის "The Silver Sun" - ვერცხლისფერი მზე.
კონცერტი
კვირის ღონისძიებები