საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი უმასპინძლებს ავსტრიელ ჩელისტს - კერსტინ ფელცს

        21 სექტემბერს, საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი უმასპინძლებს ავსტრიელ ჩელისტს - კერსტინ ფელცს. კერსტინი, პაბლო კაზალსისა და ჩაიკოვსკის საერთაშორისო კონკურსების ლაურეატია.

 

        იგი შეასრულებს ცნობილ დვორჟაკის "კონცერტს ჩელოსა და ორკესტრისთვის", თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ვახტანგ კახიძის დირიჟორობით. კონცერტის მეორე განყოფილებაც ანტონინ დვორჟაკის მუსიკას დაეთმობა - მე-9 სიმფონია „ახალი სამყაროდან“, რომელიც მან აშშ-ში მოღვაწეობის დროს შექმნა.

მსგავსი ღონისძიებები
30 სექტემბერს ვილნიუსის კამერული ორკესტრის კონცერტი "კახიძის მუსიკალურ ცენტრში" გაიმართება.
კონცერტი
16 დეკემბერს სავიოლინო მუსიკის საღამოზე მსოფლიოში აღიარებული მევიოლინე გიდონ კრემერი დაუკრავს.
კონცერტი
14 ოქტომბერს მერაბ სეფაშვილის საიუბილეო კონცერტი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება
კონცერტი
21 სექტემბერს, საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი უმასპინძლებს ავსტრიელ ჩელისტს - კერსტინ ფელცს.
კონცერტი
კვირის ღონისძიებები