საჯარო ჩვენებაზე, რომელიც პარასკევს, 8 დეკემბერს გაიმართება, ნახავთ „თეთრი ხმაურის მოძრაობისა“ და „ლიბერალის“ მიერ ერთობლივად მომზადებულ დოკუმენტურ ვიდეოს „სანამ ხალხთან ომი დასრულდება“. ვიდეო ნარკომომხმარებლების მიმართ „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკის შედეგებს აჩვენებს. მასში ნაჩვენებია, შეიცვალა თუ არა ეს მიდგომები „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პერიოდში. რესპრესიული ნარკოპოლიტიკის მსხვერპლი ადამიანები საკუთარ ისტორიებს გაგვიზიარებენ, დარგის ექსპერტები კი შედეგებს აფასებენ იმ პოლიტიკისა, რომელიც ქვეყანაში უკვე 10 წელზე მეტია გრძელდება. იურისტები ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით ძალოვანი უწყებების მიდგომებსა და პრაქტიკაზე იმსჯელებენ.
ღონისძიების მეორე ნაწილი ნარკომომხმარებელ ქალებს დაეთმობათ, რომლებიც საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მარგინალიზებულ ჯგუფს წარმოადგენენ. „აკესოს“ მიერ მომზადებულ ვიდეოში ნარკომომხმარებელი ქალები ჰყვებიან იმ სტიგმის შესახებ, რომელთან ერთად ცხოვრებაც ყოველდღიურად უწევთ. ჰყვებიან, შიშზე, რომელშიც საზოგადოების დამოკიდებულების გამო ცხოვრობენ. ამის გამო, ისინი საზოგადოებას ემალებიან. ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია;
ღონისძიება გაიმართება Frontline Georgia-შილადო ასათიანის 62