სანდრო ნიკოლაძის მუსიკალური ალეგრია  ''ინტრო"- ში გაიმართება

სანდრო ნიკოლაძის მუსიკალური ალეგრია  ''ინტრო"- ში გაიმართება, ეს დრამატული ცირკია.

 

მუსიკალური შოუ, რომელიც კომპოზიტორის, სანდრო ნიკოლაძის, ხილვებია, მოძრაობის თეატრის სცენაზე ცოცხლდება. სპექტაკლი ჟანრობრივად - ბრეხტის თეატრის, საცირკო სანახაობის, მარიონეტებისა და თანამედროვე თეატრის სინთეზია. ბაგირზე მოცეკვავე ბალერინები, მხიარული ჟონგლიორები, ტანგო სამ განზომილებაში (კედელზე, ჰაერში და სცენაზე), თოკზე მოხტუნავე აკრობატები, გაცოცხლებული ქანდაკებები და ცოცხალი მუსიკა, ჯადოსნურ სამყაროს ჰქმნის. შესაბამისად სანახაობა ყველა ასაკის მაყურებლისათვის ერთნაირად ემოციურია.

მსგავსი ღონისძიებები
იგი იხსენებს თავის თმაჭაღარა დედას, რომელსაც საბჭოთა რეპრესიების „წყალობით“ თორმეტწლიანი განშორების შემდეგ ხვდება, იგონებს გაუზიარებელ სიყვარულს
თეატრი
ადამიანები არ გაუფრთხილდნენ საკუთარ თავს, შვილებს, არც სამშობლოს გაუფრთხილდნენ და მიიღეს ის, რაც უნდა მიეღოთ;
თეატრი
სპექტაკლს მიღებული აქვს თეატრალური პრემია ”დურუჯი” საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევრისთვის
თეატრი
ქართული ხალხური ზღაპრის მიხედვით, ორმოქმედებიანი სპექტაკლი.
თეატრი
კვირის ღონისძიებები