ტურიზმის და მასპინძლობის კონფერენცია წარმოადგენს „Welcome to Georgia! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების“ პროექტის ფარგლებში არსებულ მნიშვნელოვან ბიზნეს პლატფორმას, რომლის მეშვეობითაც ინდუსტრიის წარმომადგენლებს ეძლევათ ერთმანეთთან კომუნიკაციის, ინფორმაციის გაცვლის, ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში, აგრეთვე ზოგადად, ქართულ ბიზნეს სექტორში არსებული სიახლეების გაგების უნიკალური შესაძლებლობა.
ტურიზმის და მასპინძლობის კონფერენცია მიზნად ისახავს ერთად შეკრიბოს 350-ზე მეტი შესაბამისი ინდუსტრიისა და სახელმწიფო სექტორის წარმომადგენელი, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები და მედია, და მოიცავს:
ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პროექტის ყველა მიმდინარე სიახლეს, ახალი ჟიურის შემადგენლობის, ახალი ნომინაციების და ბევრი სხვა საინტერესო ინფორმაციის ჩათვლით, რომელიც შეეხება წლევანდელ საკონკურსო წელს; ხელიდან არ გაუშვათ შესაძლებლობა გაიგოთ უფრო მეტი ქართული ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში მიმდინარე უახლესი პროცესების შესახებ! რეგისტრაციისთვის და დეტალური პროგრამისთვის ეწვიეთ პროექტის სოციალურ ქსელს და/ან ვებ-გვერდს: www.awards-tourism.com