საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გამოფენა "რენესანსის დიდოსტატები" ეწყობა

  საქართველოს ეროვნული მუზეუმი და იტალიის საელჩო საქართველოში, მუზეუმის ფესტივალის ფარგლებში, წარმოგიდგენთ გამოფენას „რენესანსის დიდოსტატები“. 

25 მაისიდან, ეროვნული გალერეა უმასპინძლებს იტალიური რენესანსის შედევრებს ტურინის სამეფო ბიბლიოთეკიდან. 

ტურინის სამეფო ბიბლიოთეკაში ინახება გრაფიკული ნამუშევრების უმნიშვნელოვანესი კოლექცია, რომელიც სარდინიის მეფე კარლო ალბერტოს ბრწყინვალე პოლიტიკის შედეგად შეიქმნა. მისი ინიციატივით, 1832 წელს გაიხსნა სამეფო გალერეა (დღევანდელი Sabauda Gallery), 1837 წელს კი – Armeria Reale. 1839 წელს, მეფემ მუზეუმების კოლექციების გასამდიდრებლად, შეიძინა ჯოვანი ვოლპატოს (1797-1871) კუთვნილი 1850 ესკიზი, რომლებიც მანამდე დიდი იტალიელი და უცხოელი მხატვრების სხვადასხვა ცნობილ კოლექციაში იყო გაბნეული და შემდგომ პარიზის ანტიკვარიატის ბაზარზე გაყიდული. ვოლპატოს კოლექცია, ფლამანდრიელი და ჰოლანდიელი მხატვრების ნამუშევრების გარდა, შეიცავდა იტალიური ხელოვნების ნიმუშებსაც (აღორძინების ეპოქიდან ნეოკლასიციზმამდე), მათ შორის, ლეონარდო და ვინჩის უნიკალური ჩანახატების სერიას. მეფის მიერ შეგროვებული ეს კოლექცია ამჟამად ექსპონირებულია სამეფო ბიბლიოთეკაში, რომელიც სამეფო მუზეუმების გაერთიანების ნაწილია. 

 

 

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება შემდეგი არტისტების გრაფიკული ნამუშევრები: ლეონარდო და ვინჩი, მიქელანჯელო ბუონაროტი, რაფაელ სანციო, სანდრო ბოტიჩელი, ჯორჯო ვაზარი, ანდრეა მანტენია, ბერნარდინო პინტურიკიო, ანტონიო პოლაიოლო, ბარტოლომეო მონტანია, პიეტრო პერუჯინო, ჯულიო რომანო, ლუკა სინიორელი, ფრა ბარტოლომეო (დელა პორტა), ვიტორე კარპაჩო, გაუდენციო ფერარი, პიერო დი კოზიმო, ბრამანტინო (ბარტოლომეო სუარდი), იაკოპო პალმა ილ ჯოვანე, პარმიჯანინო (ფრანჩესკო მაცოლა), რაფაელინო დელ გარბო, ბერნარდინო ლუინი, ჯოვანი ანტონიო სოლიანი, ბაჩო ბანდინელი, ბერნარდინო ლანინო, როსო ფიორენტინო, ფრანჩესკო სალვიატი (ფრანჩესკო დე’ როსი), ანდრეა დელ სარტო, ფედერიკო ძუკარო, ჯიროლამო და კარპი, ფრანჩესკო პრიმატიჩო, ფედერიკო ბაროჩი, ანიბალე კარაჩი, ჯულიო ანიოლო დელ მორო და პაოლო ვერონეზეს სკოლა.

აღნიშნული პროექტი იტალიის საელჩოსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია და ხორციელდება საქართველოს მთავრობის პროექტ Check-in-Georgia-ს ფარგლებში. ინიციატივას მხარს უჭერს: იტალიური მხრიდან − იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო და პროგრამა “VivereALL’Italiana”. ქართული მხრიდან − კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. გამოფენების მხარდამჭერები არიან: DBA, Salini Impregilo, ვითიბი ბანკი, Leonardo, Gulf, Anas. 

გამოფენა ეძღვნება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს. 

გამოფენის ხანგრძლივობა: 25 მაისი - 26 აგვისტო მისამართი: დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზ. 11

◆ გალერეა მუშაობს ყოველდღე ორშაბათის გარდა, 10:00-დან 17:30 საათამდე.

შესასვლელი ბილეთის საფასური: მოზრდილი 7 ლარი;

სტუდენტი 1 ლარი;

სკოლის მოსწავლე 50 თეთრი;

პენსიონერი 50 თეთრი;

ბავშვი 6 წლამდე უფასო;

შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით მუზეუმში შესვლა უფასოა:ICOM-ის წევრებისთვის, მუზეუმის მეგობრებისთვის, საქართველოსა და უცხოეთის სახელმწიფო მუზეუმების თანამშრომლებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებულთათვის. 

Check In Georgia Ambasciata d'Italia a Tbilisi/იტალიის საელჩო საქართველოში Royal Library of Turin ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო კულტურისა და სპორტის სამინისტროტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია • Georgian National Tourism Administration Gulf Georgia VTB Bank - ვითიბი ბანკი

მსგავსი ღონისძიებები
მუზეუმის 3 დარბაზში გამოიფინება 2 ცნობილი არქიტექტურული დინასტიის - ქურდიანებისა და ბიომების  საკრალური და სამთავრობო, სპორტულ-საზოგადოებრივი
გამოფენა
ზაირა ნადირაშვილი ექვსი პერსონალური ფოტოგამოფენის ავტორია.
გამოფენა
მოხუცების სევდიანარევი მოგონებები, მიტოვებული გულის დარაბები, პურის საშოვარზე გამოსულები, რომლებსაც ათოვთ და უფრო მეტად სცივათ, მონატრება სახლი, რომელიც შორია...
გამოფენა
ფერწერამ მამუკა ცეცხლაძე ბავშვობიდანვე გაიტაცა. ხშირად დადიოდა მუზეუმებში და აკვირდებოდა ტექნიკას, რომლითაც შექმნილი იყო ესა თუ ის ნამუშევარი.
გამოფენა
კვირის ღონისძიებები