2 მაისს "მონაცემთა ვიზუალიზაციის ჰაკათონის - უკან მომავალში 1918!-ის" შეხვედრების ფარგლებში, ფორსეტის არტ დირექტორი ირაკლი ჭუმბურიძე ისაუბრებს იმაზე, თუ რატომ არის დიზაინი სიყვარულივით მნიშვნელოვანი და გაგვაცნობს კარგი დიზაინის ძირითად პრინციპებს.
შეხვედრა ჩატარდება საქართველოს უნივერსიტეტის 116-ე აუდიტორიაში.
ასევე, შეგიძლიათ 9-10 ივნისს შემოუერთდეთ მონაცემთა ვიზუალიზაციის ჰაკათონს - უკან მომავალში 1918! და დარეგისტრირდეთ ინდივიდუალურად ან თქვენს გუნდებთან ერთად.
რეგისტრაციის ბოლო დღე - 10 მაისი!
#VizHack #უკანმომავალში1918