ცნობილი ამერიკელი დრამატურგის არტურ მილერის გახმაურებული პიესის ახალი სცენიური ვერსია, მოზარდ მაყურებელთა თეატრში დიმიტრი ხვთისიაშვილის რეჟისორობით დაიდგა.
ეს არის ეროვნულ მოტივებზე აგებული, თანამედროვე თეატრალური ფორმებით გააზრებული დადგმა, რომლის მეშვეობით ქართული ცნობიერების, მენტალობის, ტრადიციების, მსოფლმხედველობისა და ფოლკლორის სინთეზურად წარმოჩენა ხდება.