ჟურნალმა „შინ“-მა ერთგული რესპონდენტები და საპატიო სტუმრები გაზაფხულის ახალი ნომრის პრეზენტაციაზე მიიწვია. ლოკაცია თემატურად იყო შერჩეული - ქართული წარმოების ავეჯისა და განათების სახლი „ჰოუმმეიდი“, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს, თანამედროვე და ექსკლუზიური დიზაინის მქონე ავეჯს.
საზეიმო განწყობა შესვლისთანავე იგრძნობოდა. კართან „ჩასაფრებული“ ფოტოგრაფები კიბის პირველ საფეხურზევე აღბეჭავდნენ ფირზე სტუმრებს, „შინ“-ის მაისურებში გამოწყობილი გოგონები კი „შინ-“ის იასმანისფერი ჩანთებით საჩუქრებსა და გათამაშების ბილეთებს გადასცემდნენ.
ღონისძიების გენერალურმა სპონსორმა „დელუქს დეველოპმენტმა“ და პარტნიორმა კომპანიებმა „ვოლარტ ჯიმ“ და ბუნებრივი ქვებისა და შიდა და გარე კარის ლიდერმა კომპანია „ზოდიმ“ ივენთისთვის განკუთვნილ სივრცეში სტენდები და შოურუმები მოაწყვეს, რომლებთან პოზირებითაც სტუმრებმა თავი შეიქციეს. „დელუქს დეველოპმენტმა ხის ბრენდირებული სასურათე ჩარჩოებით დაასაჩუქრა სტუმრები, რომლებმაც მათში იქვე განათავსეს გიფის აპარატით გადაღებული სურათები.
წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“ კრაფტის სტენდით იყო წარმოდგენილი, სადაც მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ საკუთარი ხელით შეექმნათ დეკორატიული ნივთები და სახლში წაეღოთ. მცენარეების სალონმა „ანემონემ“, რომელიც საცხოვრებელ კომპლექსში „შენი სახლი ჯიქიაზე“ მდებარეობს, ასევე ექსკლუზიური საჩუქრები დააწესა სტუმრებისთვის.
„შინ-“ის ივენთს არ აკლდნენ ქალაქის ულამაზესი ქალბატონები - ლალი ტოტიკაშვილი, მანიკა ასათიანი, გვანცა დარასელია, დიზაინერები, ხელოვანები და უბრალოდ გულშემატკივრები. საღამოს წამყვანი ენერგიული და ხალისიანი გვანცა კილასონია გახლდათ, რომელმაც ვერტიკალური ბაღის ფონზე მოწყობილი სცენიდან ჩვენი ყურადღება მონიტორებზე გადაიტანა. დამსწრე საზოგადეობას ეკრანზე წარუდგინეს ჟურნალის ძველი და ახალი ნომრები - „შინ“ უკვე მესამე წელია ახარებს ყველას გულს, ვისაც უყვარს კომფორტი, სიმყუდროვე, სახლი...
„ველქამ დრინქისა“ და ცოცხალი მუსიკის შედეგ საღამოს კულმინაცია - დაჯილდოება დაიწყო.
ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ორი სიმბოლური ნომინაცია. პირველი გახლდათ „შინ“-ის მეგობარი დიზაინერი - გულისხმობდა დიზაინერებს, რომლებიც დაარსების დღიდან უდგანან გვერდით ჟურნალს დ ამავდროულად რედაქციის მრჩეველ-კონსულტანტებიც არიან..
ნომინაციაში დასახელებულნი გახლდნენ: ილია ზაქარაია, ლელი შევჩენკო, სოფო ტუსიშვილი (პეპი) და ანუკა თავართქილაძე. გამარჯვებული ილია ზაქარაია გახდა, რომელსაც „შინისგან“ ორკაციანი საგზური გადაეცა სასტუმრო „ტიულიპ ბორჯომ“-ში .
ნომინაციაში „შინ“-ის რჩეული სახლი“ წარდგენილნი იყვნენ ანა კოშაძე, გვანცა დარასელია, ლალი ტოტიკაშვილი, მანიკა ასათიანი. გამარჯვებული გვანცა დარასელია გახდა, რომელმაც რამდენიმე თვის წინ თავის ახალდაბადებულ შვილთან - ლილასთან ერთად უმასპინძლა ჟურნალს.
„ძალიან გამიხარდა, ნამდვილად არ ველოდი ამ სიურპრიზს, ახლა ვიცვლი საცხოვრებელს და შემდეგ ისევ ვუმასპინძლებ თქვენს ჟურნალს“ - აღნიშნა სცენიდან გვანცამ, რომელსაც „ზოდის“ 500-ლარიანი ვაუჩერი გადაეცა საჩუქრად.
ასევე განსაკუთრებული ჯილდო გადაეცა - „შინ“-ის აღმოჩენას - წოდორეთის რანჩოს შემქმნელს მარინა სანადირაძე. „შინ-“ ის აღმოჩენებს შორის ინტერნეტსივრცეში ყველაზე დიდი გამოხმაურება სწორედ ამ რანჩოს მოჰყვა. მას ჯილდო „ვოლარტ. ჯის“ მიერ გადაეცა - ერთი თავისუფალი კედლის მოხატვა.
სამივე გამარჯვებულს ასევე გადაეცა სასაჩუქრე ვაუჩერები ღონისძიების მასპინძელ „ჰოუმმეიდისგან“.
რასაკვირველია, დაჯილდოებას ემოციების გარეშე არ ჩუვლია, თუმცა საღამოს დასკვნითი ნაწილი - გათამაშება უკვე არა მხოლოდ ნომინანტებისთვის, არამედ ინვეთზე დამსწრე ნებისმიერი სტუმრისთვის შეიძლებოდა იღბლიანი ყოფილიყო და ასეც მოხდა. პარტნიორი კომპანიებისგან, „შინ“-ის სახელით უამრავი ადამიანი დასაჩუქრდა. ჯილდოებს შორის იყო ბრენდული მაღაზიების ვაუჩერები, კოსმეტიკური ნაკრებები და საოჯახო ტექნიკა.
ღონისძიებას განსაკუთრებული სტუმარი პარიზიდან - კრისტიან ბრეტონი ესწრებოდა, რომელმაც თავისი ხელით გადასცა სასაჩუქრე ნაკრებები იღბლიანი ბილეთების მფლობელებს.
ამ თბილმა და სასიამოვნო საღამომ „შინ“-ი კიდევ უფრო მეტი ადამიანისთვის აქცია „ჩემი სახლის ჟურნალად“.