სპექტაკლები, რომელთა ნახვასაც 16 ნოემბერს შეძლებთ

რუსთაველის თეატრი წარმოგიდგენთ სპექტაკლს "ქარი მწყურია მე პირდაპირი".

სპექტაკლი ოთხი პირობით ნაწილისგანწელიწადის დროებისგან შედგება, რომლებიც აერთიანებს ქართული ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშებ. ყოველი სეზონი ასოცირდება სხვადასხვა ხასიათისა და სტილის ქართველი ავტორების შემოქმედებასთან.

დამდგმელი რეჟისორი: მურმან ჯინორია

დასაწყისი: 19:00 საათი

ბილეთის ფასი: 6,8 ლარი

თუმანიშვილის თეატრი წარმოგიდგენთ სპექტაკლს მეფე ლირი.

ეს არის უილიამ შექსპირის ცნობილი ტრაგედიის ახლებურ ინტერპრეტაცია, რომელიც ქართველი მაყურებელისთვის თუმანიშვილის სცენაზე დაიდგა. ლირის როლს თეატრისა და კინოს ვარსკვლავიზურაბ ყიფშიძე ასრულებს.

დამდგმელი რეჟისორი: ზურა გეწაძე

დასაწყისი: 20:00 საათი

ბილეთის ფასი: 15 ლარი

მუსიკისა და დრამის თეატრი წარმოგიდგენთ სპექტაკლის პრემიერას სამგროშიანი ოპერა .

ეს არის სანახაობრივი, კომიკურ-გროტესკული მუსიკალური სპექტაკლი. ბერტოლტ ბრეხტის ყველაზე აღიარებულ დრამატურგიულ შედევრ შერწყმა კურტ ვაილის განუმეორებელ მუსიკასთან.

დამდგმელი რეჟისორი: გიორგი თავაძე

დასაწყისი: 19:00 საათი

ბილეთის ფასი: 10 ლარი

შვლის ნუკრის ნაამბობი“, „ირინეს ბედნიერება“, „კურდღელი“- ასეთია დღეს მოზარდ მაყურებელთა თეატრის რეპერტუარი.

შვლის ნუკრის ნაამბობი- დიდი ქართველი კლასიკოსი მწერლის, ვაჟა-ფშაველას ამ ნაწარმოებს მოზარდ მაყურებელთა თეატრი სრულიად ახლებური ინტერპრეტაციით თავაზობ. სპექტაკლში ამ ერთი სათაურის ქვეშ ერთიანდება ვაჟას სხვადასხვა ნაწარმოებების პერსონაჟები, რომლებიც სცენაზე თოჯინების სახით ცოცხლდებიან და ამგვარად, ბავშვებისთვის უფრო ახლობელი და გასაგები ენით მოუთხრობენ მათ ისეთი მარადიული თემების შესახებ, რომელთაც ვაჟა თავის ნაწარმოებებში ეხება.

დამდგმელი რეჟისორი: ნიკოლოზ საბაშვილ

დასაწყისი: 12:00 საათი

ბილეთის ფასი: 8,10,12,14 ლარი

ირინეს ბედნიერება - დავით კლდიაშვილის ეს უკვდავი ნაწარმოები, რომელიც არაერთ სცენაზე დადგმულა კიდევ ერთხელ გაცოცხლდება მოზარდ მაყურებელთა თეატრის სცენაზე. სპექტაკლი ორ მოქმედებად იქნება წარმოდგენილი.

დამდგმელი რეჟისორი: დიმიტრი ხვთისიაშვილი

დასაწყისი: 16:00 საათი

ბილეთის ფასი: 6,8,10,12 ლარი

კურდღელი“- ეს არის დებიუტანტი რეჟისორის მარიამ გაგლოშვილის სპექტაკლი, რომლის პრემიერაც სწორედ დღეს შედგება მოზარდ მაყურებელთა თეატრის ექსპერიმენტული დარბაზის სცენაზე.

დამდგმელი რეჟისორი: მარიამ გაგლოშვილი

დასაწყისი: 20:00

ბილეთის ფასი: 8 ლარი

ვოიცეკი“, „კაცები“, „ბრმა მხედველი“- ამ სპექტაკლების ნახვას მაყურებელი მარჯანიშვილის თეატრში შეძლებს.

„ვოიცეკის“ პრემიერა მარჯანიშვილის თეატრში 15 ნოემბერს შედგა.

ეს არის გერმანელი მწერლისა და მეცნიერის პიესა, რომელიც დღესდღეობით გავლენიან და სცენაზე ერთ-ერთ ყველაზე ხშირად დადგმულ გერმანულენოვან დრამას წარმოადგენს. ასევე აღსანიშნავია ვოიცეკის ადაპტაციები ოპერასა და კინოში.

დამდგმელი რეჟისორი: ავთანდილ დიასამიძე

დასაწყისი: 20:00

ბილეთის ფასი: 16 ლარი

„კაცები“-ნილ საიმონის სცენარის მიხედვით გაკეთებული სპექტაკლი იმდენად შეეფერება ქართულ რეალობას, რომ მაყურებელი, თუ წინასწარ არაა ინფორმირებული, ვერც მიხვდება, რომ პიესა არაქართულია.

დამდგმელი რეჟისორი: ციცინო კობიაშვილი

დასაწყისი: 20:00 საათი

ბილეთის ფასი: 8, 12, 14, 16, 19 ლარი

„ბრმა მხედველი“- ცნობილი ირლანდიელი დრამატურგის ბრაიან ფრილის ეს პიესა ორი ხელმოცარული მამაკაცისა და უსინათლო ქალის ისტორიას მოგვითხრობს.

დამდგმელი რეჟისორი: თამაზ გოდერძიშვილი

დასაწყისი: 20:00

ბილეთის ფასი: 12 ლარი

მსგავსი ღონისძიებები
ლეგენდარული ბალერონი, ბალეტმეისტერი, ქორეოგრაფი და მსახიობი მიხაილ ბარიშნიკოვი თბილისს ესტუმრა.
თეატრი
ქართველი ახალგაზრდების ჯგუფმა თვითფრინავი გაიტაცეს, რათა გაქცეულიყვნენ ქვეყნიდან.
თეატრი
ვოდევილი ორ მოქმედებად. რეჟისორი, დავით დოიაშვილი
თეატრი
„კომედიანტებმა“ 700 - ზე მეტ ანშლაგს გაუძლო და  არსებობა მთავარი როლის შემსრულებლის, ნიკო გომელაურის გარდაცვალების გამო შეწყვიტა.
თეატრი
კვირის ღონისძიებები