სპექტაკლის "შვლის ნუკრის ნაამბობი" ახლებური ინტერპრეტაცია

მოზარდ მაყურებელთა თეატრი მაყურებელს დიდი ქართველი კლასიკოსი მწერლის, ვაჟა-ფშაველას ყველასათვის კარგად ნაცნობ ნაწარმოებს - „შვლის ნუკრის ნაამბობი“ - სრულიად ახლებური ინტერპრეტაციით სთავაზობს. რეჟისორმა ნიკოლოზ საბაშვილმა ავტორის სხვა ნაწარმოებებითაც იხელმძღვანელა, ვაჟას პერსონაჟები სცენაზე თოჯინების სახით გააცოცხლა და ამგვარად, ბავშვებისთვის უფრო ახლობელი და გასაგები გახადა ისეთი მარადიული თემები, როგორიცაა დედა-შვილობა, კაცთმოყვარეობა, ბუნების სიყვარული, ადამიანური სისასტიკე და სხვა. ცოცხალია ყოველი სულდგმული: ფრინველიცა და ცხოველიც, ქვაცა და ბალახიც, ხმელი ფესვებიც და ობლად ამოსული ყვავილიც. მაყურებელი პატარა ნუკრთან ერთად ეცნობა ამ საოცარ სამყაროს და მისი ნაწილი, მისი გულშემატკივარი ხდება.

ხანგრძლივობა 45 წუთი

მსგავსი ღონისძიებები
საქართველო, მე 20 საუკუნის 90-იანი წლები. ქალაქში დაძრწიან ბანდები. ერთ-ერთ ასეთ ბანდას ხელმძღვანელობს მუსიკის მოყვარული, ცივსისხლიანი სადისტი.
თეატრი
პეტრე ერშოვის ცნობილი ზღაპრის მიხედვით
თეატრი
სპექტაკლს, ასტრიდ ლინდგრენის ტრილოგიის ბოლო ნაწილის მიხედვით დაიდგა
თეატრი
ნამცეცას ისტორია, რომელმაც დაიჯერა, რომ შეხვდება მშვენიერ პრინცს
თეატრი
კვირის ღონისძიებები