ადამიანთა დარდისა და სევდის შემგროვებელი, ამ ქვეყნად მოსვლის მიზანზე ჩაფიქრებული გოდერძი ჩოხელი გუდამაყრიდან, ამ მიკროსივრციდან ხედავს მთელ სამყაროს და გვესაუბრება იმ მთავარ ფასეულობებსა და ღირებულებებზე, რომელთა გარეშეც ადამიანს გაუძნელდება არსებობა. სიკეთე, რწმენა, ღირსება, სიყვარული, ერთგულება და ბავშვური გულუბრყვილობა-ალალმართლობა თან სდევს ბედისწერის ამ თეატრში მოფუსფუსე პერსონაჟთა ცხოვრებას.
მონაწილეობენ: ანდრია გველესიანი, გვანცა კანდელაკი, გია ჯაფარიძე. მზია ტალიაშვილი, ბექნუ ქაფიანიძე, მამუკა მაზავრიშვილი, გიორგი ცხადაძე, თამარ ბეჟუაშვილი,თამთა პატაშური, ნელი ბადალაშვილი, ლიკა ქუთათელაძე, ნინო ციმაკურიძე, ოთო ჩიქობავა, ვაჟა ციცილოშვილი, ვასილ შიხაშვილი, მაია ვაწაძე, შორენა ზუბიაშვილი.
სპექტაკლის ხანგრძლივობა: 70 წუთი