სპექტაკლი "ემილის თავგადასავალი" მოზარ-მაყურებელთა თეატრში გაიმართება

30 ნოემბერს ლევან ქობლიანიძის სპექტაკლი "ემილის თავგადასავალი" მოზარ-მაყურებელთა თეატრში გაიმართება.

ემილი სიკეთის,სამართლიანობისა და მეგობრობისათვის მზად არის იბრძოლოს მაშინაც კი, როდესაც უფროსებმა შეიძლება ვერ გაუგონ და დასაჯონ ... ხშირად გაისმის მამამისის საშინელი ხმით ღრიალი – ემილ! ცელქია ჩვენი ემილი, მაგრამ რა ქნას, ის ხომ პატარა ბიჭია და ზოგჯერ სიანცის ნაპერწკალი აუგიზგიზდება ხოლმე; და ნეტავ, რომელი ბიჭი გაზრდილა ცელქობის გარეშე. მთავარი კი ის არის, რომ ემილი არასოდეს ბოროტებას არ სჩადის – პირიქით, ებრძვის ბოროტ და ხარბ ადამიანს, რომელიც საწყალ მოხუცებს საახალწლო და საშობაო ძღვენს უმალავს. ემილი ის ბიჭია, რომელიც ზამთრის ქარბუქის მიუხედავად ექიმთან წაიყვანს მეგობარს. აი, სწორედ ამიტომაცაა, რომ ემილისნაირი ბიჭები დიდობაში სოფლის გამგებლები ხდებიან.

მსგავსი ღონისძიებები
ეს არის ბიჭის, მეტსახელად მაუგლი, არაჩვეულებრივი ამბავი.
თეატრი
20 და 21 სექტემბერს "მოძრაობის თეატრში" "ასტიგმატისტები" -ს პრემიერა ჩატარდა.
თეატრი
დამდგმელი რეჟისორი: რობერტ სტურუა
თეატრი
რეჟისორი: დიმიტრი ხვთისიაშვილი
თეატრი
კვირის ღონისძიებები