სპექტაკლი "ქარი მწყურია მე პირდაპირი" რუსთაველის თეატრის სცენაზე გაიმართება

13 დეკემბერს, მურმან ჯინორიას სპექტაკლი "ქარი მწყურია მე პირდაპირი" რუსთაველის თეატრის სცენაზე გაიმართება.

სპექტაკლი ოთხი პირობითი ნაწილისგან – წელიწადის დროთაგან შედგება და ყველა მათგანში შესულია ქართული ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშები. ყოველი სეზონი ასოცირდება სხვადასხვა ხასიათისა და სტილის ავტორების შემოქმედებასთან. გაზაფხული – ტერენტი გრანელთან, ზაფხული – გურამ რჩეულიშვილთან, შემოდგომა მისთვის ჩვეული სიჭრელით აერთიანებს ტატო ბარათაშვილის, ილია ჭავჭავაძის, ტიციან ტაბიძის, ლადო ასათიანის, მუხრან მაჭავარიანის, მურმან ლებანიძის, შოთა ნიშნიანიძის, მორის ფოცხიშვილისა და ჯანსუღ ჩარკვიანის შემოქმედებას. ზამთარი კი მსახიობისთვის გალაკტიონ ტაბიძესთან ასოცირდება. სპექტაკლი დაიდგა ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით.

მსგავსი ღონისძიებები
2 დეკემბერს, დავით დოიაშვილის სპექტაკლი "ფსკერზე"   მუსიკისა და დრამის თეატრში გაიმართება.
თეატრი
საქართველო, მე 20 საუკუნის 90-იანი წლები. ქალაქში დაძრწიან ბანდები. ერთ-ერთ ასეთ ბანდას ხელმძღვანელობს მუსიკის მოყვარული, ცივსისხლიანი სადისტი.
თეატრი
აღიარებული პოლონელი დრამატურგის პიესა ტადეუშ სლობოდზიანეკის "ჩვენი კლასი" ანტისემიტურ თემატიკას ეხება
თეატრი
კვირის ღონისძიებები