ორი ებრაელი ოჯახის ცხოვრება ბედნიერებიდან სრულ განადგურებამდე ჩვენს თვალწინ სრულიად უსიტყვოდ ვითარდება, გვესმის ყველა ის შურით და ბოღმით სავსე სიტყვა რომელმაც ისინი დაღუპა. ერთმანეთს უპირისპირდება უდანაშაულო ადამიანების ტრაგიკული ამოძახილი და მოძალადეთა სიძულვილით გამსჭვალული ექსტაზი.თითქოს ყველაფერი დასრულდა… თუმცა შეუძლებელია იმ ხალხის დამარცხება ვინც დამარცხებაშიც მზადაა მომავალი ზეიმისთვის…
თითქოს დახურული ფანჯრიდან ვაკვირდებით მათ ცხოვრებას, არ გვესმის ხმა მაგრამ განწყობა გადამდებია. აქ თითქოს ყველაფერი ზეიმს მოუცავს, ყველა ბედნიერია, ყოველგვარი ამქვეყნიური ბოროტება მათთვის უცხო და შორეულია. ბედისწერა მათ ცხოვრებას ნელნელა ცვლის, მიუხედავად სიყვარულის კრახის, ღალატის, იმედგაცრუების, ისინი ბედისწერის სასიკეთოდ შემობრუნებას ცდილობენ, თუმცა წინ უფრო დიდი განსაცდელი, დრამატული, ტრაგიკული ყოფა ელოდებათ.
ხანგრძლივობა: 110 წუთი, შესვენებითპრემიერა შედგა: 2016 წლის 12 აპრილს