სტეფანეს  ბოლო საზაფხულო კონცერტი " Soho Batumi"-ში გაიმართება

    19 აგვისტოს "Soho Batumi" ქართველი პოპულარული მომღერალი სტეფანე გრანდიოზულ კონცერტს გამართავს. როგორც EVENTS.AMBEBI.GE-ს გია გუმბერიძემ განუცხადა, ეს მიმდინარე სეზონზე სტეფანეს ბოლო კონცერტია, რომელზეც ის მსმენელს სურპრიზებსა და განსაკუთრებულ საღამოს ჰპირდება. ამასთან, კონცერტი უმაღლესი ხარისხის აპარატურის გამოყენებით ჩატარდება, რაც განწყობას კიდევ უფრო აამაღლებს.

 

   „ეს არის სტეფანეს  ბოლო საზაფხულო კონცერტი, აქედან გამომდინარე ძალიან გრანდიოზული იქნება. მომღერალი მაყურებელსა და მსმენელს ძალიან ბევრ სურპრიზს ჰპირდება, რასაც ბოლომდე ჩვენც არ გვიმხელს. კონცერტი ძალიან დიდი და ხარისხიანი აპარატურით ჩატარდება  , რომლისთვისაც ცალკე მზადება მიმდინარეობს. ამ კონცერტის მიმართ ძალიან დიდი მოთხოვნაა, რაც ძალიან გვახარებს. გვიხარია ისიც, რომ ჩვენმა კლუბმა მსმენელისთვის კიდევ ერთი ძალიან კარგი ღონისძიების შეთავაზება შეძლო“, - აღნიშნა გია გუმბერიძემ.

 

აღსანიშნავია, რომ კონცერტი კვირას 22:00 საათზე დაიწყება და სტუმრებს რამდენიმე საათის განმავლობაში სტეფანეს ყველაზე პოპულარული სიმღერების მოსმენის საშუალება მიეცემათ.

მსგავსი ღონისძიებები
2009 წელს ტრიომ პირველი LP “Moderat” გამოსცა და მომენტალურად დაიმკვიდრა თავი ელექტრონული მუსიკის ლეგენდებს შორის.
კლუბი/ლაუნჯი
დაუკრავენ ლეიბლის დამაარსებელი, ამერიკელი DJ და პრომოუტერი BRYAN KASENIC და THE BUNKER NEW YORK-ის ოჯახის წევრი, გამორჩეული სელექტორი ERIC CLOUTIER.
კლუბი/ლაუნჯი
როგორც ჩანს, მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებს მოენატრათ მასთან შეხვედრა.
კლუბი/ლაუნჯი
BASSIANI-ის საცეკვაო მოედანზე პარიზის ტექნო სცენის უმნიშვნელოვანესი ფიგურა, ლეიბლის CONSTRUCT RE-FORM-ის დამაარსებელი, პროექტ UNFORESEEN ALLIANCE-ის სულის ჩამდგმელი ZADIG
კლუბი/ლაუნჯი
კვირის ღონისძიებები