კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე სეზონის გრანდიოზული დახურვა 28 სექტემბერს კუს ტბაზე Bliss Events-ი წარმოგიდგენთ სტეფანეს კონცერტს. სპეციალურად ამ დღისთვის აშენდება სცენა, უახლესი DAS Audio 50 აპარატურითა და MOVING LIGHTS BY JB-LIGHTING-ის განათებებით. ეს იქნება გრანდიოზული შოუ-პროგრამა, ნაცნობი ჰიტებითა და ყველასათვის საყვარელი დუეტებით.
კონცერტზე სტეფანესთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ: ნანი ბრეგვაძე, ნიკოლოზ რაჭველი და ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსები. ასევე: მაია დარსმელიძე, ლელა წურწუმია, ქეთათო ჩარკვიანი და ერეკლე დეისაძე.