27-28 იანვარს, 11:30 საათიდან ტექნოპარკში (ინოვაციების #7, ოქროყანა) ჩატარდება Blockchain Weekend, ეს იქნება ღონისძიება, რომელიც შეეხება ბლოკჩეინ ტექნოლოგიებს, მის ისტორიას, განვითარების ეტაპებსა და სამომავლო გეგმებს.
განხილული იქნება თემები, რომლებიც საინტერესოა ამ სფეროსთან ახლოს მყოფი სხვადასხვა პროფესიის ადამიანისათვის: საფინანსო ინსტიტუტებში მომუშავე პირებისთვის, სახელმწიფო მოხელეებისთვის, ტრეიდერებისათვის, საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტებისთვის, ფინანსისტებისთვის და სხვა მომიჯნავე სფეროებში მომუშავე პროფესიონალებისათვის.
Blockchain Weekend-ის განმავლობაში ჩატარდება პრეზენტაციები და დისკუსიები მონაწილეებისათვის საინტერესო თემებზე.
ღონისძიება სასარგებლო იქნება არა მხოლოდ ინფორმაციული თვალსაზრისით, არამედ გაცნობის და საჭირო კონტაქტების შეგროვების კუთხითაც.
Blockchain Weekend - ზე განხილული იქნება შემდეგი თემები:
1. ბლოქჩეინ-ტექნოლოგიების მიმოხილვა - ფრიდონ სტეფნაძე (ასოციაცია ბლოქჩეინ საქართველო)
2. IV ინდუსტრიული რევოლუცია, ბლოქჩეინი და დეცენტრალიზაცია - დავით კიზირია (Blockchain Systems Institute, საერთაშორისო ექსპერტი)
3. ბლოკჩეინი და რეგულაციები - ეფრემ ურუმაშვილი (Bitfury)
4. ბიტკოინისა და სხვა კრიპტოვალუტების ანონიმურობა - ვანო ნარიმანიძე - (ასოციაცია ბლოქჩეინ საქართველო)
5. მაინინგი - დავით ჭუმბურიძე (ასოციაცია ბლოქჩეინ საქართველო), ალექს სუდაძე (Bitcoin Embassy Georgia)
6. თრეიდინგი - დავით კურდღელაძე (სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო)
7. კრიპტო საფულეები - მიხეილ სანდაძე (ასოციაცია ბლოქჩეინ საქართველო)
8. Blockchain 2.0 - გონიერი აქტივები, სმარტკონტრაქტები, თოქენების ტიპები; Blockchain 3.0 - კრიპტო-ფიზიკური სისტემები - დავით კიზირია (Blockchain Systems Institute, საერთაშორისო ექსპერტი)
9. სმარტკონტრაქტი (ტექნიკური ნაწილი) - დავით ტვილდიანი - (სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, TBC ბანკი)
10. Ethereum + ICO: ინვესტიციის ახალი მოდელი - რა უპირატესობები აქვს და რისთვის უნდა ვიყოთ მზად? - ალექს სუდაძე (Bitcoin Embassy Georgia)
დასწრება თავისუფალია