ტრენინგი „ფსიქოლოგიური ტესტის როლი კარიერის დაგეგმვის პროცესში

თსუ-ის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის ორგანიზებით ტარდება ტრენინგი თემაზე : „ფსიქოლოგიური ტესტის როლი კარიერის დაგეგმვის პროცესში“. ტრენინგის მიზანია, სტუდენტებს გააცნოს: • კარიერის თანამედროვე კონცეფციები; • კარიერული გადაწყვეტილების მიღებაზე მოქმედი ფაქტორები; • ფსიქოლოგიური ტესტირების როლი კარიერის განვითარების პროცესში; • გადაწყვეტილების მიღების თეორიები/სტრატეგიები. ზემოთ მითითებული თითოეული საკითხის მოკლე თეორიული მიმოხილვის შემდეგ, სტუდენტები გაეცნობიან კარიერის არჩევისა და განვითარების პროცესში გამოყენებული შეფასების ინსტრუმენტების საილუსტრაციო ნიმუშებს, ასევე, შეასრულებენ პრაქტიკულ სავარჯიშოებს. ყოველივე დაეხმარება მათ, შეძლონ: • კარიერის არჩევასა და მართვაზე მოქმედი ფაქტორების იდენტიფიცირება; • კარიერის დაგეგმვისა და მართვისთვის პიროვნული მახასიათებლების, უნარების, ინტერესებისა და ღირებულებების მნიშვნელობის გაცნობიერება; • გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთი მეთოდის გამოყენება. ტრენინგი ჩატარდება 18 ნოემბერს 16:00 საათზე . ტრენინგს ჩაატარებს ფსიქოლოგი სოფიო დოლიძე. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თსუ-ის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ნებისმიერ სტუდენტს. აპლიკაციების საფუძველზე შეირჩევა 20 მონაწილე, რომელთაც გადაეცემათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი. სერტიფიკატის მისაღებად აუცილებელია ტრენინგის ორივე ნაწილზე დასწრება. აპლიკაციის შესავსებად გადადით ბმულზე აპლიკაციის შევსების ბოლო დღეა 16 ნოემბერი , 18:00 საათი.

მსგავსი ღონისძიებები
ია კარგარეთელის რომანის "სხვა უდაბნოს საიდუმლო", პრეზენტაცია.
სხვა ივენთები
21 საათიდან  12 საათამდე დრო კი, ალტერნატიული მუსიკისა და დიჯეების კონცერტებს დაეთმობა.
სხვა ივენთები
ტრენინგი ჩატარდება 18 ნოემბერს 16:00 საათზე. ტრენინგს ჩაატარებს ფსიქოლოგი სოფიო დოლიძე.
სხვა ივენთები
ამ დღესთან დაკავშირებით თბილისი მოლი და მოლიდან ქალაქის მიმართულებით მიმავალი ტრანსპორტი ღამის 12 საათამდე იმუშავებს
სხვა ივენთები
კვირის ღონისძიებები