25 ნოემბერს, 19:00 საათზე ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სცენაზე უნგრული ნაციონალური ბალეტი COINCIDANCE გამოვა შექსპირის „ზაფხულის ღამის სიზმარის“ თავისებური ვერსიით.
საერთაშორისოდ აღიარებული ბალეტის კომპანია "Coincidance" უნგრეთიდან სტუმრობს უკრაინას, საქართველოს და რუსეთს 3 კვირის განმავლობაში, 2018 წლის ნოემბერიდან დეკემბრამდე, რათა ადგილობრივ მაყურებლებს წარუდგინოს მისი ყველაზე წარმატებული შოუ.
დასი, ცნობილია თავისი უნიკალური სტილით, რომელიც აერთიანებს ევროპულ თანამედროვე ცეკვას აუთენტურ ირლანდიურ ცეკვებთან. ის ტურნეების განმავლობაში სტუმრობდა მექსიკას, ისრაელს, გერმანიასა და მალტას.