ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ინიციატივით, 28 აპრილიდან, ტრადიციულად, ყოველ შაბათს, ხორციელდება ფესტივალი „თბი-ლისი“, რომელიც მოიცავს სხვადასხვა სახის აქტივობებს და ემსახურება ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას ახალგაზრდებში, მასობრივი სპორტის განვითარებას, სპორტის სხვადასხვა სახეობების პოპულარიზაციას და მოქალაქეებისთვის დასვენებისთვის, გართობისა და სპორტული აქტივობისთვის საჭირო გარემოს შექმნას.
12:00-18:00 საათამდე ფესტივალის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული აქტივობები, საბავშვო–გასართობი ღონისძიებები, არტ–მარკეტი, სადაც წარმოდგენილი იქნება საქართველოში დამზადებული ხელნაკეთი ნივთები.ყოველ საფესტივალო დღეს დაასრულებს მუსიკალური ბენდი და დიჯეი.
დასწრება თავისუფალია.
#მოდილისზე#გააცოცხლექალაქი