ფორუმი "CSR და შრომითი სტანდარტები“ ქორთიარდ მერიოტში გაიმართება

საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის (CSRDG) ორგანიზებით 30 ნოემბერს, 9:30 – 14:00 საათზე, სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში, გაიმართება დაინტერესებულ მხარეთა ფორუმი - „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და შრომითი სტანდარტები“. ფორუმის მიზანია კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობის წარმოჩენა შრომითი სტანდარტების დანერგვასა და საერთაშორისო ხელშეკრულებების მოთხოვნათა შესრულებაში; ევროპული ქვეყნების გამოცდილების გაზიარება და საკითხის გარშემო დისკურსის სტიმულირება.

ფორუმის მსვლელობისას ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები ისაუბრებენ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების გარშემო, როგორიცაა საქართველოში შრომითი სტანდარტების დაცვა, სამუშაო გარემოს გაუმჯობესება და საერთაშორისო მოთხოვნების დაკმაყოფილება. საკითხი აქტუალურია როგორც მთავრობის, სამოქალაქო სექტორის, ბიზნეს სექტორისათვის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის. საერთაშორისო პრაქტიკის შესახებ ისაუბრებენ: მარტინ ნეურეიტერი (ავსტრია) და ლუკას ბაკოსი (სლოვაკეთი), რომლებიც დარგის წამყვანი სპეციალისტები არიან არა მხოლოდ თავიანთ ქვეყნებში, არამედ საერთაშორისო მასშტაბით. ღონისძიებას გახსნის: ქ-ნი ეკა ურუშაძე, საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის (CSRDG), აღმასრულებელი დირექტორი; ქ-ნი ნინო ბერძული, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალურ დაცვის მინისტრის მოადგილე; ბ-ნი არად ბენკო, ავსტრიის ელჩი საქართველოში; ბ-ნი რუდოლფ მიხალკა, სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში. კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) განვითარება დადებით ზეგავლენას ახდენს ქვეყნის განვითარებაზე. ის განიხილება როგორც ქვეყნის ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის ზრდის, სოციალური და ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრის, ვაჭრობისა და ინვესტიციების მოზიდვის, აგრეთვე მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის მექანიზმი.

CSR საქართველოში შედარებით ახალი, თუმცა სწრაფად განვითარებადი კონცეფციაა. შრომითი უფლებების დაცვა CSR ერთ-ერთი ძირითადი თემაა, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლების ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ კეთილდღეობას. ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება, რომელშიც დიდი ნაწილი სწორედ შრომით უფლებებს ეხება, ერთ-ერთ მძლავრ სტიმულს წარმოადგენს ქვეყანაში შრომითი საქმიანობის სტანდარტების გასაუმჯობესებლად. ფორუმის შემდეგ გაიმართება მასტერკლასი: "კომპანია, როგორც პასუხისმგებელი დამსაქმებელი“ (CSR და შრომითი სტანდარტები). მასტერკლასი განკუთვნილია საქართველოში მოქმედი საშუალო და მსხვილი ბიზნეს კომპანიების წარმომადგენლებისათვის. მონაწილეები ასევე მიიღებენ პრაქტიკულ რჩევებს, თუ როგორ უნდა გახადონ შრომითი სტანდარტების დაცვა კომპანიის HR/CSR სტრატეგიის ნაწილი. ღონისძიების მხარდამჭერია: ფრიდრიხ ებერტის ფონდი, საქართველოს შრომის; ჯანმრთელობის და სოცილაური დაცვის სამინისტრო;

მსგავსი ღონისძიებები
ჰაკათონის ფარგლებში გაიმართება გამოცდილი ქართველი და უცხოელი ექსპერტების ტრენინგსესიები და დისკუსიები, რომელსაც ღონისძიების მონაწილე გუნდები დაესწრებიან.
სხვა ივენთები
ლექცია „კატო მიქელაძე : ცხოვრება, როგორც ბრძოლა და რეპრესია“ ეძღვნება კატო მიქელაძის, როგორც ქართველი მოღვაწე ქალის განვლილ გზას.
სხვა ივენთები
ადამიანი, სადაც კი უხდება მას ცხოვრება, თუნდაც მიუვალ მთებსა და ხრიოკებს შეხიზნულს, ყველგან აადამიანურებს უტყვ ბუნებას.
სხვა ივენთები
პროექტი 10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო სანამ ცოცხალი ხარ ფინალურ ეტაპზე გადავიდა! გამარჯვებული ღვინოებით ღვინის სასაჩუქრე/საკოლექციო/ტურისტული 5-5-ბოთლიანი შეფუთვა შეიქმნა ლიმიტირებული რაოდენობით.
სხვა ივენთები
კვირის ღონისძიებები