ფრანგული ლეიბლის "Hungry Music"- ის ოთხეული თბილისს ესტუმრება

          5 ოქტომბერს თბილისში Set-Fest ჩატარდება. ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ფრანგული ლეიბლს "Hungry Music" - ს, (რომელიც ოთხ წევრს ითვლის: Worakls, N’to, Joachim Pastor, Stereoclip და 2014 წლიდან აქტიურად ფუნქციონირებს. მათ სურდათ ჰქონოდათ პლატფორმა, რომელიც შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენაში დაეხმარებოდათ.) უმასპინძლებს. Set Fest-ზე ამ მუსიკოსებთან ერთად,მსმენელს შესაძლებლობა ექნება, რომ მოუსმინოს ქართულ მუსიკალურ პროექტებსაც: Killages, Apolloe და Endorphins.

 

        Worakls- ასე ჰქვია ფრანგი მუსიკოსის კევინ როდრიგესის, მუსიკალურ პროექტს. მის მუსიკაზე უდიდესი გავლენა მოახდინა კლასიკურმა მუსიკამ და ფილმების საუნდთრექებმა. ასევე ემბიენთის გავლენასაც შეამჩნევთ. იგი მოძრავ, მელოდიურ და სინთპოპურ( სინთპოპი 1980-იან წლებში გავრცელებული ინგლისური ელექტრონული მუსიკის ნაშიერია. ამ სტილში მოღვაწე თვალსაჩინო ბენდი არის Depeche Mode ) ტექნოს უკრავს. იგი ფორტეპიანოს ლამაზ ელემენტებს ამატებს საკუთარ მუსიკას.

 

          აკუსტიკურ მუსიკასა და ელექტრონიკას თუ როკის, ტრიპ-ჰოპის, ჯაზის და პოპის ელემენტებს თუ დავუმატებთ თქვენ ასევე ფრანგი არტისტის N'to- ს შემოქმედებას მარტივად გაიგებთ და შეიცნობთ. მის მუსიკაში სწრაფი ტემპი ხშირად მელანქოლიურ ფორმებსაც იძენს.

 

          

         Joachim Pastor- მა განათლება ვერსალის კონსერვატორიაში მიიღო და არც არის გასაკვირი ის ფაქტი, რომ იგი ოსტატურად იყენებს კლასიკური მუსიკის ელემენტებს, თავისი ელექტრონული მუსიკის მთავარ ფუძედ. იგი ხშირად ტექნოს ამძიმებს კიდეც, მაგრამ დროთა განმავლობაში სწორედ ფორტეპიანოს რბილი ხმით ახერხებს, იმას რომ მუსიკამ ისევ სასიამოვნოდ რბილი ფორმა მიიღოს. მისმა მუსიკამ "Hungry Music"- ის ლეიბლის მთავარი ჟღერადობა განსაზღვრა.

 

          Stereoclip- ამ სახელით ცნობილი არტისტი, ლეობლს ყველაზე გვიან შეუერთდა და დღეს უკვე სრულფასოვანი წევრია ამ ოთხეულის. მისი მუსიკა ფსიქოდელიური ელემენტებით გამოირჩევა. მისი სტილი შეიძლება ფსიქოდელიურ/სიმფონიური ტექნოა, სადაც პერიოდულად ჯაზის გავლენაც გამოჩნდება ხოლმე. ამას მარტივად შეამჩნევთ თუ მოუსმენთ მის პირველ ალბომს სახელად "Hometown".

 

           ფრანგული ელექტრონული მუსიკის გამორჩეული ოთხეული 5 ოქტომბერს ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის პავილიონში გამართავს პერფორმანსს, რომელიც ცოტნე დადიანის 32-ში მდებარეობს.

           

სტატიის ავტორი: რატი ონიანი

  

იყიდე ბილეთი
მსგავსი ღონისძიებები
პირველი დღის ჰედლაინერი ხუან ატკინსია
ფესტივალი
ფესტივალის საუკეთესო ქართულ სააგენტოდ დასახელდა @JWT მეტრო ხოლო ACAG-ის წლის რეიტინგის მიხედვით 2018 წლის საუკეთესო დიზაინ სტუდიოდ ABK და 2018 წლის საუკეთესო კრეატიულ სააგენტოდ დასახელდა ლივინგსტონი.
ფესტივალი
21 სექტემბერს "ეზო ფესტივალის" ბოლო ივენთი, "ეზოს" ტერიტორიაზე გაიმართება
ფესტივალი
Kordz & Zagareli-Strings, ალექსანდრე კორძაიას და გიორგი ცაგარელის კამერული სიმებიანი ორკესტრის ერთობლივი კონცერტი გაიმართება.
ფესტივალი
კვირის ღონისძიებები