ფრედი მერკურის 72 წელი შეუსრულდებოდა

        5 სექტემბერს ლეგენდარული როკ ჯგუფის Queen-ის ვოკალისტს ფრედი მერკურის 72 წელი შეუსრულდებოდა. ფრედი სწორედ იმით იყო გამორჩეული მრავალი ვოკალისტისგან ,რომ მას სამი ოქტავის დიაპაზონში შეეძლო სიმღერა (მსგავსი დიაპაზონის მქონე მომღერალი ამერიკული მეტალ ბენდის Type O Negative-ის ბასისტი და ვოკალისტი პიტერ სტილი იყო.) და უმარტივესად იღებდა, როგორც მაღალ  ასევე ძალიან დაბალი ჟღერადობის ნოტებს. ამის თვალსაჩინო მაგალითია 1975 წლის ლეგენდარული სიმღერა ”Bohemian Rhapsody" (ხშირად ვიდეო კლიპის შემცვლელმა ნაწილებმა შეიძლება შეცდომაში შეგვიყვანოს, რადგან კლიპში ჩანს, რომ ბენდის ყველა წევრი ”იყოფს” სასიმღერო პარტიებს, მაგრამ ამ სიმღერის თითოეული პარტია მერკურის დაწერილი და შემდეგ შესრულებულია (ერთმანეთზე გადაწერის, overdub-ის საინჟინრო ტექნიკით.) მისი ნამდვილი სახელი და გვარი ფაროჰ ბულსარა იყო და იგი წარმოშობით ტანზანიიდან გახლდათ. რომ გადახედოთ Queen-ის დისკოგრაფიას, მერკურის ხმის სწრაფ განვითარებას შეამჩნევთ. ფრედი მერკურიმ გააერთიანა აფრიკული, აზიური და ევროპული ვოკალური ელემენტები და შექმნა ახალი, აბსოლუტურად უნაკლო ხმა. არაერთ სიმღერაში, იგი იმდენად ტექნიკურად და ოსტატურად ამოძრავებს ხმას, რომ შეუძლებელია ამან არ მოხიბლოს ნებისმიერი მელომანი. მერკური ფანტასტიკური პიანისტი იყო. მისი ყველაზე გამორჩეული ფორტეპიანოს ვირტუოზული ხმა ყველაზე მეტად გამოიხატება ისეთ სიმღერებში, როგორიც გახლავთ: Death On Two Legs, Breakthru, Bohemian Rhapsody, Don't Stop Me Now და უამრავი ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი სიმღერა. მერკურის კოლაბორაცია საოპერო ლეგენდასთან მონსერატ კაბალიესთანაც გენიალური ქმნილებით დასრულდა. Barcelona - ასე ჰქვია სიმღერას სადაც როკ და საოპერო სამყარო ერთიანდება.

 

       ტყუილად არ იყო მერკური, მუდამ ყველა სტილში (მეტალი,ჯაზი,როკი და ელექტრონული მუსიკა). მერკური მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი ვოკალისტია. იგი 1991 წლის ნოემბერში გარდაიცვალა და უდიდესი მუსიკალური მემკვიდრეობა დაგვიტოვა. ეს სწორედ მისი გამჭრიახი ხმაა, რომელიც ყველა თაობის ადამიანს უყვარს. 1992 წელს ჩატარდა კონცერტი, სადაც არაერთმა დიდმა მუსიკოსმა თუ ბენდმა შეასრულა ფრედის ხსოვნისთვის Queen-ის ჰიტები ბენდთან ერთად (მათ შორის, ისეთი უმნიშვნელოანესი არტისტები როგორიც გახლავთ: Tony Iommi (Black Sabbath-ის გიტარისტი), Roger Daltrey (The Who-ს ვოკალისტი) ,Elton John და David Bowie (რომელმაც სხვათაშორის Queen-თან ერთად ორი სიმღერა: Cool Cat და Under Pressure შეასრულა). მერკურის დღეს, რომ ეცოცხლა მრავალ დიდ ალბომს შექმნიდა. მისი რამდენიმე გამოუსვლელი სიმღერა (მხოლოდ ვოკალური ჩანაწერი) 1995 წელს Queen-ის დარჩენილმა წევრებმა, მერკურის მიერ ჩაწერილი ვოკალური ნაწილები იპოვეს და ინსტრუმენტული შევსების შემდეგ გამოუშვეს სახელწოდებით "Made In Heaven". ეს დღემდე უკანასკნელი სტუდიური ალბომია ორიგინალი Queen-ის ლაინაფის. მალე მერკურის და Queen-ის ცხოვრების შესახებ ფილმი სახელწოდებით” Bohemian Rhapsody" გამოვა, სადაც ფრედის როლს ამერიკელი მსახიობი რემი მალეკი შეასრულებს.

 

სტატიის ავტორი: რატი ონიანი

მსგავსი ღონისძიებები
29 სექტემბერს ჯგუფი "Toasters" Art House-ში დაუკრავს.
კონცერტი
კონცერტი და ახალი სიმღერის პრეზენტაცია
კონცერტი
19 მაისს, Black Sea Arena 2018 წლის სეზონის გახსნაზე წარმოგიდგენთ ლეგენდარული კომპოზიტორის, ენიო მორიკონეს კონცერტს რომის სიმფონიურ ორკესტრსა და თბილისის ოპერის გუნდთან ერთად.
კონცერტი
ხანმოკლე შესვენების შემდეგ  LOUDspeakers-ის სოლო კონცერტს გამართავს.
კონცერტი
კვირის ღონისძიებები