დღეს სავაჭრო ცენტრში "ქარვასლა" ჩაისა და ყავის ორდღიანი ფესტივალი გაიხსნა.
ფესტივალზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სახის, მათ შორის შავი, მწვანე და მცენარეული სამკურნალო ჩაის პროდუქცია, ასევე სხვადასხვა სახეობის ყავა. მისულ სტუმრებს, შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული და არაქართული წარმოების, 30-მდე დასახელების პროდუქცია.
ჩაისა და ყავის მოყვარულებს, ფესტივალზე დასწრება და პოდუქციის შეძენა 17 თებერვალსაც შეეძლებათ, 11:00-დან 19:00 საათამდე.