ქართველ-ბრიტანელი მომღერალი ქეთი მელუა, რომელიც უკვე მრავალი წელია ინგლისში მოღვაწეობს, თბილისში, "ევროპის მოედანზე" ჩაატარებს კონცერტს. კონცერტის ორგანიზატორია თბილისის მერია, ხოლო მისი პარტნიორები: "Artists Union CONCEPTART" და სასტუმრო "სტამბა" გახლავთ. კონცერტზე დასწრება თავისუფალია.