ქოლგის ფოტო ფესტივალი ანრი კარტიე ბრესონის გამოფენით გაიხსნება

   "ქოლგა თბილისი ფოტო"- საზეიმოდ გაიხსნება 2018 წლის 3 მაისს. მის ფარგლებში, კონკურსში გამარჯვებული ფოტოების გამოფენასთან ერთად, საქართველოს დედაქალაქი სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივ გამოფენას უმასპინძლებს, რომლებზეც წარმოდგენილი იქნება როგორც ისტორიულად მნიშვნელოვანი ფოტოები, ისე თანამედროვე ფოტოგრაფიის სხვადასხვა პოზიციის ამსახველი ფოტონამუშევრები. 2018 წელს ფოტოკვირეულის ფორმატი კიდევ უფრო მრავალფეროვანი იქნება. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ, როგორც მსოფლიოში სახელგანთქმულ კლასიკური ფოტო ნამუშევრებს, ისე თანამედროვე საერთაშორისო ფოტოგრაფების ინდივიდუალურ და ჯგუფურ გამოფენებს

 

  "ქოლგა თბილისი ფოტოს" ფარგლებში გაიმართება უფასო ვორქშოფები, სემინარები და პორტფოლიოების განხილვები. საგანმანათლებლო ღონისძიებები ჩატარდება ფოტოექსპერტების, კურატორების და ფოტოგრაფების ხელმძღვანელობით. განათლების სექციის განვითარება "ქოლგა თბილისი ფოტოს" ფარგლებში ხაზს უსვამს ჩვენს ხედვას, რაც ფოტოხელოვნების, როგორც საქართველოში მედიის ერთ-ერთი ახალი ფორმის, კიდევ უფრო პოპულარიზაციასა და განვითარებას გულისხმობს.

 

ქოლგის ფოტო ფესტივალი ანრი კარტიე ბრესონის გამოფენით გაიხსნება .

 

"მსოფლიოს ულამაზესი ქალაქიც კი მხოლოდ იმას გასცემს, რაც გააჩნია. გასცემს იმისთვის, ვისაც ამის დანახვა, მიღება და შეყვარება შეუძლია, - წერდა ვერა ფეიდერი.

ანრი კარტიე ბრესონს პარიზის ერთი ბოლოდან მეორემდე სეირნობისას, დღისით თუ ღამით, ამ ქალაქის შეგრძნება არასოდეს დაუკარგავს. ამგვარად, ეს გამოფენა პარიზის ყველა ფოტოს აერთიანებს, ძველს თუ ახალს, ცნობილს თუ სრულიად უცნობს."

მსგავსი ღონისძიებები
აღდგენილი ნამუშევრების უმეტესობა, რომლებიც პეტრე ოცხელის სასცენო კოსტიუმების ესკიზებს წარმოადგენს, ფართო აუდიტორიის წინაშე პირველადაა წარმოდგენილი.
გამოფენა
სკულპტულური ბაროკოს ფუძემდებლის, მოქანდაკისა და მხატვრის ჯოვანი ლორენცო ბერნინის შედევრული ტილოების ნახვა, შესაძლებელი იქნება "საქართველოს ეროვნულ მუზეუმში" 11 სექტემბრიდან 25 ნოემბრამდე.
გამოფენა
27 სექტემბერს თეატრისა და კინოს მსახიობის გიორგი ნაკაშიძის პერსონალური გამოფენა გაიმართება.
გამოფენა
საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაიმართება „მიქელანჯელო და სიქსტეს კაპელა“-ს  გრაფიკული ნამუშევრების გამოფენა.
გამოფენა
კვირის ღონისძიებები