ხუთშაბათს, 11 იანვარს, უსმენთ მუსიკას ბაკურ მეტრეველის ფირფიტების კოლექციიდან.
ღონისძიებების სერია - ,,My Vinyl” #meoba-ში.
ყოველ მეორე ხუთშაბათს, 8 საათზე.
ამჯერად სტუმარი ბაკურ მეტრეველია.
"იმას არ ვამბობთ, რომ კლუბებში სიარული და ცეკვა მოგვბეზრდა, ეს სხვა რამეზეა…მუსიკის სიყვარულზე მის ფიზიკურ განსახიერებაში… რომელიც შეგიძლია ხელში დაიჭირო, ამოიღო კონვერტიდან და დადო ნემსის ქვეშ.“ჩვენ” არ ვართ მხოლოდ მუსიკოსები, არტისტები, პროდიუსერები; “ჩვენ” ვართ ყველა ის ადამიანი, ვისაც აქვს თარო ფირფიტებისთვის. თითოეული ადამიანისთვის ეს რაღაც თავისია. ჩვენთვის - მეგობრების შეხვედრის ადგილი, სადაც მოგაქვს ფირფიტები პირადი კოლექციიდან და უზიარებ სხვებს. შეგიძლია ფირსაკრავზე დადო საყვარელი ფირფიტა და ესაუბრო მეგობარს, შემდეგ გადმოატრიალო, და ასე შემდეგ…
წესები ძალიან მარტივია: თუ არჩევანი შენზე შეჩერდა, დღეს მუსიკას რთავ შენ. არ არის აუცილებელი იცოდე გამიქსვა - შენ მხოლოდ ერთი ფირსაკრავი გაქვს.უბრალოდ მოიტანე საყვარელი ფირფიტები შენი კოლექციიდან, ჩვენ კი მეგობრებს შევკრებთ."