ყველის ფესტივალი ვარდების მოედანზე გაიმართება

18 ნოემბერს , ვარდების მოედანზე ტრადიციად ქცეული ქართული ყველის ფესტივალი გაიმართება. ფესტივალზე ყველა რეგიონი საკუთარი ყველის სახეობებს წარმოადგენს. გამოფენილი იქნება როგორც ტრადიციული, უძველესი რეცეპტებით დამზადებული ქართული ყველის სახეობები, ასევე საქართველოში წარმოებული ევროპული, ბრენდირებული ყველის ანალოგები. ფესტივალზე ყველის ოსტატების მიერ ნაჩვენები იქნება ყველის ამოყვანის მეთოდები. მოქალაქეები გაეცნობიან დამბალ ხაჭოს, მუჩლისა და სხვა ყველის სახეობების დამზადების პროცესს. ყველის ფესტივალში 50 ყველის მწარმოებელი კომპანია მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიებას დაესწრება სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და დედაქალაქის მერი კახა კალაძე. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

მსგავსი ღონისძიებები
უკრაინული Stoner/Psychedelic/Doom მეტალ ბენდი Stoned Jesus, საქართველოს ესტუმრება.
ფესტივალი
ფესტივალი უკვე მერვე წელია დიდი წარმატებით ტარდება და ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა როგორც ქალაქის, კულტურულ ცხოვრებაში, ასევე საგუნდო მუსიკის მოყვარულთა შორის.
ფესტივალი
15 ნოემბერიდან თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში კამერული მუსიკის ფესტივალი აიღებს სტარტს
ფესტივალი
კვირის ღონისძიებები